რამდენს დავზოგავ ბ/აირზე გადასვლით?

ბ/აირზე თქვენი ავტომობილის გადაყვანის შემდეგ საწვავზე დანახარჯი საშუალოდ 2-ჯერ მცირდება.

რა მანძილით მეტს გამატარებს ბ/აირი ბენზინთან შედარებით?

ბ/აირის ერთი კუბური მეტრი ბენზინის 1.10 ლიტრის ტოლია. შესაბამისად, 1 კუბური მეტრი გაზი 1 ლიტრ ბენზინთან შედარებით 10% – ით მეტს მანძილს გაგატარებთ.

გაგატარებთ

რატომ ღირს ბ/აირი გაცილებით იაფი, ბენზინთან შედარებით?

ბ/აირი გაცილებით იოლი მოსაპოვებელია, უფრო სწრაფად აღდგება  და მისი მარაგი მსოფლიოში გაცილებით მეტია ნებისმიერი სხვა ტიპის საწვავთან შედარებით. ბ/აირს არ სჭირდება გადამუშავება და გამოიყენება იმავე სახით, როგორიც მოპოვებისას არის, რაც ბ/აირის დაბალ ფასს განაპირობებს.

რამდენ ხანში ამოვიღებ ბ/აირის აპარატურასა და მის დამონტაჟებაში გადახდილ თანხას?

ბ/აირის აპარატურაში გადახდილი თანხის ამოღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მანძილის გავლა გიწევთ ყოველთვიურად.

შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული კალკულატორით და მარტივად დათვალოთ, რა დრო დასჭირდება თქვენ მიერ დახარჯული ინვესტიციის ამოღებას.

რამდენი მანქანა მუშაობს საქართველოში ბ/აირზე?

ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა  კვლევები აჩვენებს, რომ ბ/აირზე გადაყვანილია საქართველოში არსებული ავტოპარკის დაახლოებით 6 – 11%.

არის თუ არა ბ/აირი ეკოლოგიურად სუფთა?

ბუნებრივი აირი ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საწვავია. მას „მწვანე საწვავსაც“ უწოდებენ, რადგან მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს. ბ/აირზე გადაყვანილი ავტომობილის გამონაბოლქვი დაახლოებით 80–85% – ით უფრო უსაფრთხოა გარემოსთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერ საწვავზე მომუშავე ავტომობილის.