15 მაისს, კომპანია “სოკარის” ავტოგაზგასამართი სადგურების ქსელს კიდევ ერთი, რიგით მეხუთე სადგური შეემატა. როგორც ადრე დაანონსდა, სადგური ოფიციალურად გაიხსნა ქალაქ გორში. კომპლექსის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა დავით ზუბიტაშვილმა და “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის” მმართველმა პარტნიორმა ბატონმა მალხაზ ჯიმშიაშვილმა.
კომპლექსი მოემსახურება ბენზინზე, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს.
წინა ოთხი სადგურის მსგავსად, მონტაჟი სრულად განახორციელა “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის” სამონტაჟო ჯგუფმა, ხოლო სადგურის გაშვება სპეციალურად მოწვეულმა იტალიელმა სპეციალისტებმა მოახდინეს. ავტოგაზგასამართ სადგური დაკომპლექტდა SAFE-ს ულტრათანამედროვე კომპრესორითა და დანადგარებით, რომლებიც გამოირჩევა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით და ავტომობილის ბუნებრივი აირით შევსების მაქსიმალური სიზუსტით.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 4 ივნისიდან TDC გახლავთ SAFE-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში