საუკუნეზე დიდი ხნის წინ, 1833 წელს ინგლისელმა ვაჭარმა მარკუს სამუელმა გადაწყვიტა ლონდონში მდებარე საკუთარი მაღაზიის გაფართოება. ამ მიზნით, აქამდე ანტიკვარიატით მოვაჭრე სამუელმა საკუთარ მაღაზიაში აღმოსავლური ნიჟარების (ბრიტანულად -Shell) გაყიდვა დაიწყო. მას ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარი შემოსავლები გაეზარდა იმდროინდელი ტენდენციის ხარჯზე, რაც გულისხმობდა ნიჟარების ინტერიერში ფართო გამოყენებას. მისმა ინტუიციამ გაამართლა – ცოტა ხანში მოთხოვნამ ნიჟარებზე იმხელა მასშტაბები  მიიღო, რომ სამუელმა მათ შორეული აღმოსავლეთიდან იმპორტი დაიწყო, რითაც საფუძველი ჩაუყარა იმპორტ-ექსპორტის საკუთარ ბიზნესს. 1886 წელს, შიგაწვის ძრავის გამოგონებასთან ერთად იზრდებოდა მოთხოვნა ბენზინზე. ამ დროისათვის სამუელის ბიზნესი მის შვილებს მარკუსსა და სემს გადაეცათ. ძმები ბრინჯის, აბრეშუმისა და ფაიფურის იმპორტით იყვნენ დაკავებულები და სწორედ ამ პერიოდში, იაპონიაში ყოფნის დროს მარკუსი ბაქოდან ნავთობის იმპორტით დაინტერესდა. ძმებმა ერთად გადაჭრეს იმ დროს არსებული ტრანსპორტირების უდიდესი პრობლემა და გამოიგონეს ნავთობის მოცულობითი გადაზიდვის ტექნიკა. ამ გამოგონებამ შესამჩნევად გააიოლა და გააიაფა ნავთობის ტრანსპორტირება. ძმებმა საკუთარ ბიზნესს თავდაპირველად The Tank Syndicate დაარქვეს, თუმცა შემდეგ სახელი Shell Transport and Trading Company აირჩიეს. 1903 წელს, კომპანიამ ლოგოდ კარგად ცნობილი ნიჟარა აირჩია. 1907 წელს ბიზნესის წარმატება Royal Dutch Shell Group-ში გაერთიანებით დაგვირგვინდა. ახლად შექმნილი ჯგუფი სულ მალე მთელს მსოფლიოს მოედო. ჯგუფმა აქტიურად მიჰყო ხელი მარკეტინგში დიდი თანხების ჩადებას. ამ წელსვე Prince Borghese-მ შელის საწვავით პეკინი-პარიზის რალი მოიგო, რამაც კიდევ ერთი ბიძგი მისცა კომპანიისა და ბრენდის განვითარებას.
დღეს კომპანია და მისი წითელ ყვითელი ლოგო მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი და ცნობადია ნავთობის ინდუსტრიაში. ის 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ასაქმებს 93000-ზე მეტ ადამიანს. დასახელება შელ ლუბრიქანთს“ (Shell Lubricants -შელის საცხებ-საპოხი მასალები) ეკუთვნის კომპანიას, რომელიც კონცერნ „შელის“ ნაწილია და დაკავებულია სხვადასხვა დანიშნულების – საავტომობილო, კომერციული ტრანსპორტის, ინდუსტრიული (მათ შორის საავტომობილო, მეტალურგიული, სამთო-სამომპოვებლო, ქიმიური, ქაღალდ-ცელულოზის, მძიმე მრეწველობისა და საკვები პროდუქტების ინდუსტრიისათვის) საცხებ-საპოხი მასალების შემუშავებით, წარმოებითა და გაყიდვით. „შელის“ საცხებ-საპოხი მასალების ასორტიმენტს, მოცული აქვს სხვადასხვა სამომხმარებლო სეგმენტები – ის აწარმოებს უმაღლესი კლასის მასიური წარმოების საქონელს მთელი მსოფლიოსათვის (ისეთი ბრენდები როგორებიცაა Shell Helix – მსუბუქი ავტომობილის ძრავებისათვის, Shell Tellus – ჰიდრავლიკური სისტემებისათვის, Shell Rimula – სატვირთოებისა  და მაღალ დატვირთვაზე მომუშავე ძრავების დიზელის ძრავებისათვის.( ასევე Penzoil ® და Quaker State ® რომლებიც მხოლოდ აშშ ბაზრისათვის იწარმოება დამისი გატანა აშშ საზღვრებს გარეთ “შელის” მიერ არის აკრძალული.) უკვე მეხუთე წელია,“ შელი“  საცხებსაპოხი მასალების მსოფლიო ბაზრის ლიდერი ხდება– 2010 წელს კონცერნის გაყიდვების მოცულობამ ყველა კონკურენტის გაყიდვებს გადააჭარბა. „შელის“ წილი მსოფლიო ბაზრის 13.5%-ს შეადგენს. შელის“ კვლევითი ლაბორატორიები მდებარეობს გერმანიაშიიაპონიაშიდიდიბრიტანეთსა და აშშში.