ლანდი რენცო მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბუნებრივი შეკუმშული აირისა და თხევადი აირის საავტომობილო სისტემების ბაზრის 30%–ს ემსახურება.

კომპანიის ისტორია 1954 წელს იწყება, როდესაც იტალიელმა ცოლ–ქმარმა რენცო ლანდიმ და ჯოვანა დომენიკიმ რეჯიო ემილიაში კომპანია Officine Meccaniche Renzo Landi (რენცო ლანდის მექანიკური სახელოსნო) დააარსეს. ეს იყო პირველი კომპანია რომელიც აწარმოებდა გაზის სისტემებს ყველა სახის მანქანისათვის.

ადგილობრვი გაყიდვები საოცარი სისწრაფით იზრდებოდა და 1963–1964 წლებში კომპანიამ დაიწყო საკუთარი პროდუქციის იაპონიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში გატანა. მალე შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა და კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპა, ინდოეთი და სამხრეთ ამერიკის ბაზარიც კი მოიცვა.

რენცო ლანდის უდროო გარდაცვალების შემდეგ 1977 წელს, კომპანიის მართვა საკუთარ თავზე მისმა ცოლმა და შვილმა სტეფანომ აიღეს. სტეფანო 1987 წელს გენერალური დირექტორიც გახდა, როდესაც კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და ბაზარს ოფიციალურად შესთავაზა სახელწოდება Landi Renzo SpA (სს ლანდი რენცო).

ლანდი რენცო ინდუსტირულ ჯგუფად 1993 წელს გადაკეთდა, როდესაც საკუთარი წარმატებების დამაგვირგვინებლად შპს ლანდი (Landi Srl) და ჰოლანდიური კონცერნი ევროგაზ ჰოლდინგი (Eurogas Holding BV) შეიძინა. 1999 წელს ჯგუფმა პოლონურ ბაზარზე პოლონური წარმომადგენელი Landi Renzo Polska S.p.Z.o.o. დააარსა. შემდეგ წელს, კომპანიამ შეიძინა Med S.p.a რეჯიო ემილიაში. 2001 წელს, ევროგაზ ჰოლდინგის 70% გაიყიდა და მის მაგივრად კომპანიის შვილობილმა ორგანიზაციამ Landi International B.V. ევრიგაზ უტრეხტი შეიძინა.

2001 წლიდან კომპანიამ საკუთარი ინოვაციურობის ხაზგასასმელად საკუთარი ოფისების მოდიფიცეირება დაიწყო და პირველი მათგანი რეჯიო ემილიაში გამოჩნდა, საოცარი, იმ დროისათვის არნახული არქიტექტურით. ინტერნაციონალიზაციის პროცესი ბრაზილიაში ფილიალის გახსნით გაგრძელდა 2003 წელს, ამას მოჰყვა ჩინეთი2005 წელს და პაკსტანი 2006 წელს. ამავე წელს დაარსდა ლანდირენცოს კორპორატიული უნივერსიტეტი: იდეებისა და ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრი ლანდი ჯგუფში.

2007 წელს კომპანიამ საკუთარი ფილიალი თეირანშიც გახსნა.

ლანდი რენცოს ხარისხის სისტემა, რომელიც 1996 წლიდან ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელია და დაჯილდოვებულია ISO/TS 16949 სერთიფიკატების, 2001 წელს კიდევ უფრო გაფართოვდა და იტალიის გაყიდვების ქსელი მოიცვა, რათა ყველა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ხარისხის სტანდარტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო დაცული.

2007 წლის 26 ივნისს ლანდი რენცოს აქციები იტალიის სააქციო ბირჟაზე ე.წ. სტარ, პრემიალურ სეგმენტზე გამოჩნდა, რამაც გააათმაგა ზრდისა და განვითარების მოტივაცია და ლანდი რენცო ჯგუფის საერთო რეპუტაცია. ამან კი პირდაპირი გავლენა იქონია პრესტიჟულ მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

2008 წელს კომპანიამ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარებისაკენ: ლანდი რენცომ მსოფლიოს მესამე უდიდესი მწარმოებელ ლოვატო გაზი შეიძინა.

2009 წლის სექტემბერში კომპანიამ კიდევ ერთი საერთაშორისო ფილიალი ბუქარესტში (რუმინეთი) გახსნა.

სს ლანდი რენცოს უკვე აქვს კავშირი მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებლებთან საერთაშორისო მასშტაბით. ელექტროობის სირთულე თანამედროვე ავტომობილებში მოითხოვს ავტომანქანების მწარმოებლებთან სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას რათა შექმნა და აწარმოო სიტემები რომლებიც იდეალურად იქნება ინტეგრირებული მანქანის ელექტონულ და მექანიკურ წყობასთან.

ამ მწარმოებლებთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს სპეც მოდელების შემქნას. ბევრი მათგანი უკვე არის ლოკალურად ჩაშვებული წარმოებაში და მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

ლანდი რენცოს შექმნილი აქვს სპეციალური განყოფილებები, რომლებიც ექსკლუზიურად მუშაობენ ავტომწარმოებლებისათვის პროდუქტების შემქნაზე. ამ დეპარტამენტებში ლანდი რენცცო უდიდეს ინვესტიციებს ანხორციელებს.

დღეს ლანდი რენცო სრული სისტემების ერთადერთ მიმწოდებელს წარმოადგენს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლებისთვის:

  • Ashok Leyland – ინდოეთი
  • Brilliance Jinbei Automobile Company – ჩინეთი
  • Chevrolet Germany – ალჟირი
  • Daihatsu Italy – პაკისტანი
  • Daimler Chrysler – საერთაშორისო
  • Fiat – ალჟირი
  • Fiat – საერთაშორისო
  • Iran Khodro – ირანი
  • Mahindra Mahindra – ინდოეთი
  • Maruti – ინდოეთი
  • Nissan– იტალია
  • Opel – საერთაშორისო
  • PSA – საერთაშორისო
  • Piaggio – იტალია
  • Renault – საერთაშორისო
  • Saic Chery Automobiles – ჩინეთი
  • Seat – იტალია
  • Skoda – იტალია – პოლონეთი
  • Suzuki – ჩინეთი – პაკისტანი
  • Tata – ინდოეთი – იტალია
  • Toyota – ავსტრალია
  • Volkswagen -არგენტინა – იტალია

უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს ლანდი რენცო ოფიციალურად გახდა BMW ჯგუფის რჩეული. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ ლანდი რენცო წარმოადგენს  ავტომანქანის გაზის სისტემების ერთადერთ მიმწოდებელს ამ ჯგუფისათვის, MINI RAY G ავტომობილებისთვის, რომელიც ოფიციალურ გაყიდვაში სწორედ 2009 წლის ოქტომბერში ჩაეშვა.