პირველად საქართველოში „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“ წარმოგიდგენთ Shell-ისა და Ferrari-ს ბრენდირებულ უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ექსკლუზიურად ამ პროდუქციისთვის შექმნილ ახალ შოურუმში.
პროდუქცია დამზადებულია კომპანია Brandon-ის მიერ, რომელიც გახლავთ Shell-ისა და Ferrari-ს სარეკლამო მასალების ერთადერთი ლიცენზირებული მწარმოებელი მსოფლიოში და სრულად აკმაყოფილებს დამკვეთის დიზაინისა და ხარისხის მოთხოვნებს. Brandon შედის სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტის – PUMA-ს შემადგენლობაში.
Brandon გთავაზობთ როგორც ტანსაცმლის, ასევე აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს. ტანსაცმლის ხაზი მოიცავს მამაკაცის, ქალისა და ბავშვის მაისურებს, სპორტულ მოსაცმელებს, ჟილეტებს, ქურთუკებს და საწვიმარებს, ხოლო აქსესუარების ხაზი გთავაზობთ გასაღების საკიდების, ჭიქებს, კეპების, ქოლგების და ჩანთების ფართო არჩევანს.
უნდა აღინიშნოს, რომ Shell-ისა და „Ferrari“ -ს გარდა Brandon-თან თანამშრომლობენ ისეთი გლობალური კომპანიები, როგორებიცაა BMW, VOLVO და „იტალიის ფეხბურთის ფედერაცია“.