17 თებერვალს კომპანია Shell-ის ენერგეტიკის მიმართულების პროდუქტების ტექნიკურმა მენეჯერმა ალექსეი კონსტანტინოვმა ჩაატარა ტრენინგი თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში.
ტრენინგს ესწრებოდნენ ჰოლდინგური კომპანია ,,თეგეტა მოტორსის“ და შპს ,,ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ ზეთების მიმართულების პროდუქტ-მენეჯერები, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერები, გაყიდვების მენეჯერები და გაყიდვების ჯგუფის ოფიცრები.
ტრენინგზე საუბარი იყო ენერგეტიკის სფროში მომუშავე მოწყობილობა-დანადგარების მუშაობის სპეციფიკაზე, უახლეს მოთხოვნებზე ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების მიმართ, კომპანია Shell-ის მიერ წარმოებულ ახალ პროდუქტებზე და იმ უპირატესობებზე, რომელიც გააჩნია უახლესი GTL (gas to liquid – ბუნერივი აირის გათხევადება) ტექნოლოგიის საფუძველზე წარმოებულ პროდუქტებს კონკურენტებთან შედარებით.