ქ. ერევანში საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი სომხური და ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, სურენ კარაიანმა გახსნეს.
ფორუმზე პრეზენტაციები გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ. ფორუმის ფარგლებში ასევე საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ოფიცილური სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო შპს,,ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ მმართველი პარტნიორი ბ-ნ მალხაზ ჯიმშიაშვილი.
ბიზენს ფორუმის ეგიდით გაიმართა რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა სომხეთის მსხვილ კომპანიებთან, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმებები და გამოითქვა სურვილი შპს ,,ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიასა“ და სომხურ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.