30 მაისს შპს “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციოა კომპანიას” და სომხეთში არსებული მისი ოფიციალური დისტრიბუტორის – შპს ‘ნაკოილის’ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი საცხებ-საპოხი მასალების შესახებ.
სემინარი ჩაატარეს კომპანია Shell-ის მოსკოვის ოფისიდან მოწვეულმა ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერმა – ოლეგ კულეშამ და შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიას“ ტექნიკური მხარდაჯერის სპეციალისტმა – დავით ანდღულაძემ.
სემინარს ესწრებოდნენ შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ მმართველი პარტნიორი ბ-ნ მალხაზი ჯიმშიაშვილი და Shell-ის გაყიდვების რეგიონალურ მენეჯერი ალექსეი ზელეპუხინი.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო Shell-ის ისტორიისა და ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას, ხოლო მეორე ნაწილში პროდუქტების ტექნიკურ მახასიათებლებზე გაკეთდა აქცენტირება.
სემინარს ასევე ესწრებოდნენ სომხეთის უმსხვილესი სამთო მომპოვებელი და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები