22 ივნისს შპს ‘ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის’-სა და “თეგეტა მოტორსი’-ს ორგანიზებით ჩატარდა სემინარი საცხებ-საპოხი მასალების შესახებ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. სემინარს უძღვებოდა შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი დავით ანდღულაძე.
სემინარს დაესწრო „თეგეტა მოტორსი“-ს 18 მსხვილი სავაჭრო ობიექტის გაყიდვების წარმომადგენელი და დირექტორი. მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია Shell – ის პროდუქტების განახლებული ასორტიმენტის შესახებ და მათი უპირატესობების, რომელიც გააჩნია უახლესი GTL (gas to liquid – ბუნერივი აირის გათხევადება) ტექნოლოგიის საფუძველზე წარმოებულ პროდუქტებს კონკურენტებთან შედარებით. სემინარი ჩატარდა ბაზალეთში, სასტუმრო Griff Inn-ში, სადაც სემინარის შემდგომ მონაწილებს საშუალება ქონდათ გაემართათ შეჯიბრი ბილიარდში.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო Shell-ის ისტორიისა და ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას, ხოლო მეორე ნაწილში პროდუქტების ტექნიკურ მახასიათებლებზე გაკეთდა აქცენტირება. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს. მსგავსი სახის სემინარებს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“ და „თეგეტა მოტორსი“ რეგულარულად ატარებენ, რადგანაც მუდმივად ზრუნავენ პარტნიორი სავაჭრო ობიექტების წამომადგენლების კვალიფიკაციისა და ტექნიკური ცოდნის ამაღლებაზე.