13 ივლისს Shell-ის ექსკლუზიურ ოფიციალურ წარმომადგენელ შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს და ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“-ს ორგანიზებით ქ. ბათუმში, სასტუმრო Hilton-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კომპანია Shell-ის ტექნიკური ტრენინგი თემაზე „კომერციული და მძიმე ტექნიკის ძრავის საცხებ-საპოხი მასალები და ტრანსმისიის ზეთები და კონსისტენტური საცხები მასალები “.
სემინარს უძღვებოდა შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი დავით ანდღულაძე. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სატრანსპორტო, სამშენებლო და ინდუსტრიულ სექტორებში მოღვაწე 40-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი. ღონისძიების პირველ ნაწილში სემინარის მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ კომპანია Shell-ის ისტორიასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, ხოლო მეორე ნაწილში მათ პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლები გააცნეს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს და მონაწილეების Shell-ისა და Ferrari-ს კობრენდირებული საჩუქრების გადაცემას.
ტრენინგს ესწრებოდნენ შპს “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს საცალო და საბითუმო არხის უფროსი და შპს “თეგეტა მოტორსი“-ს ბრენდ მენეჯერები, კორპორატიული არხის ხელმძღვანელები.