22 თებერვალს ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“-ს და შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს ორგანიზებით თეგეტა აკადემიაში ჩატარდა კომპანია Shell-ის ტექნიკური ტრენინგი თემაზე „საცხებ-საპოხი მასალები მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის“.
ტრენინგი ჩაატარა შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს ტექნიკური მხარდაჯერის სპეციალისტმა დავით ანდღულაძემ.
ტრენინგს ესწრებოდნენ შპს “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს და შპს “თეგეტა მოტორსი“-ს საქართველოში არსებული სატრანსპორტო და ინდუსტრიულ სექტორებში მოღვაწე 25-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომლები. ტრენინგის პირველ ნაწილში მონაწილეები გაეცნენ კომპანია Shell-ის ისტორიასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, ხოლო მეორე ნაწილში მათ პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ მოისმინეს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს და მონაწილეების Shell-ისა და Ferrari-ს კობრენდირებული საჩუქრების გადაცემას.