27 ივლისს თეგეტა მოტორსმა ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში გამართა საქართველოში პირველი მრავალპროფილური საავტომობილო ექსპო, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიო მასშტაბის ბრენდები.
ექსპო დაყოფილი იყო რამდენიმე მიმართულებად: მსუბუქი ავტომობილები; სპეცტექნიკა; საავტომობილო პროდუქტები, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორები, ზეთები და ფილტრები; მსუბუქი ავტომობილების ნაწილები; სატვირთო ავტომობილების ნაწილები; სპეცტექნიკის ნაწილები და დანადგარები. ექსპოს დაესწრნენ ამ ბრენდების რეგიონული წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
კომპანია Shell-ი, როგორც მსოფლიო გაყიდვების ლიდერი საცხებ-საპოხი მასალების ბაზარზე უკვე მეთორმეტე წელია წარმოდგენილი იყო ცალკე პავილიონით, სადაც ექსპოს ვიზიტორებს საშუალება ქონდათ ეხილათ ბრენდის უახლესი პროდუქტები და გაცნობოდნენ პროდუქტის უნიკალურ მახასიათებლებს, როგორიცაა ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია: GTL(Gas to liquids). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანია Shell-ი მსოფლიოში პირველია, ვინც ზეთებსა და საცხებ-საპოხ მასალებს ბუნებრივი აირის გადამუშავების გზით აწარმოებს
ექსპოს ვიზიტორებს საშუალება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში, სადაც საჩუქრად გადაეცათ პრემიუმ ხარისხის Shell-ის ზეთები.
კომპანია Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებით და დიდი ხნის განმავლობაში იცავენ ძრავს დაზიანებებისგან და უნარჩუნებენ ქარხნულ სიმძლავრეს.
Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Tellus, Shell Gauds, Shell Spirax და სხვ. კომპანია Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Scuderia Ferrari-ს უცვლელი ტექნიკური პარტნიორია უკვე 80 წელია. Shell-ის ზეთი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის.