Shell-ი ბაზრის უპირობო ლიდერია!
ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი ორგანიზაციის Kline & Company 17-ე გამოცემის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, SHELL უწყვეტად, 13 წლის განმავლობაში კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოს საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლებთა შორის ლიდერობას.
თანახმად კვლევისა, მაშინ როცა, სხვა კონკურენტ კომპანიებში გაყიდვების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, შელმა თავისი გაყიდვები გაზარდა. მთლიანი გაყიდვების წლიური მოცულობა შეადგენს 5 მილიარდ ლ/კგ-ს. ეს გაყიდვები თითქმის თანაბრად გადანაწილდა სამ ძირითად სეგმენტზე: კერძო ავტოტრანსპორტი (30%), სამრეწველო ინდუსტრია (36%) და კომერციული ტრანსპორტი (34%).