გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Kline & Company ზეთების და საცხებ-საპოხი მასალების №1მომწოდებლად კვლავ Shell-ს ასახელებს (Kline & Company 1959 წლიდან ოპერირებს და წარმოჩენილია როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ბაზრის კვლევის სეგმენტში).
კომპანია Shell-ი უკვე მე-14 წელია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს, როგორც ზეთების და საცხებ-საპოხი მასალების მომწოდებელი ინდუსტრიული, კომერციული და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.
„14 წელი უწყვეტად ლიდერის სტატუსის შენარჩუნება, როგორც ზეთების და საცხებ-საპოხი მასალების მომწოდებელი, ნათლად წარმოაჩენს Shell-ის უპირობო ერთგულებას მომხმარებლის მიმართ და პროდუქტების პორტფოლიოს უმაღლეს დონეს“, – განაცხადა კარლოს მაურერმა (Shell Global-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი).
„ისევე როგორც ჩვენს მომხარებლებს, ჩვენც გვჭირდება ცვლილებები. პასუხად იმ გამოწვევებისა, რომელიც Covid 19-მა დაგვიწესა, ჩვენ განვაგრძობთ უფრო და უფრო მაღალი დონის, პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მიწოდებას ბაზრისთვის, რაც სასიცოცხლო როლს თამაშობს მსოფლიო ინდუსტრიის ეფექტურად ოპერირებაში“.