გლობალურმა საკონსულტაციო და კვლევით კომპანია Kline-მა ზეთების და საცხებ-საპოხი მასალების №1 მომწოდებლად კვლავ Shell-ი დაასახელა.
Shell-ი ინარჩუნებს პირველობას სამივე საცხობ-საპოხი მასალების კატეგორიაში, როგორც ინდუსტრიული, ასევე სამომხმარებლო და კომერციული ავტოტრანსპორტის საცხებ-საპოხ მასალებში.
როგორც Shell-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი მაჰტელდ დე ჰაანი აღნიშნავს: „Shell-ის ხანგრძლივი ლიდერობა გლობალური საპოხი მასალებისა და სითხეების ბაზარზე ასახავს Shell-ის წარმატებას ბიზნესის გაზრდაში პრემიუმ პროდუქტებზე ფოკუსირებით, ამავდროულად უნიკალური კომერციული და ტექნიკური ურთიერთობების უწყვეტი გამყარებით“.
2050 წლისთვის Shell-ი გეგმავს გახდეს ნულოვანი ემისიების მქონე კომპანია და ამით შეამციროს გარემოს დაბინძუნება და ნახშირორჟანგის ან სხვა სათბურის გაზების გამოფრქვევა ატმოსფეროში. მაგალითისთის Shell-ი უკვე ამცირებს ნარჩენებს ეკომეგობრული შეფუთვის დანერგვით.
Shell-ი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც გამოუშვა E-fluids პორტფოლიო 2019 წელს. დღესდღეობით Shell-ი სითხეები აუმჯობესებენ ელექტროძრავების საიმედოობას და ეფექტურობას. ამჟამად ბიზნესი ფოკუსირებულია ახალი სითხეების შექმნაზე ელექტრომობილებისთვის და სუფთა ენერგიის განვითარების გზებზე.
შელის ჯამურმა ბაზრის მოცულობამ შეადგინა 4,500-4,700 კილოტონა, რაც დაახლოებით 4.9-5.2 მილიარდ ლიტრს უდრის