კომპანიის ისტორია 1954 წელს იწყება, როდესაც იტალიელმა ცოლ–ქმარმა რენცო ლანდიმ და ჯოვანა დომენიკიმ რეჯიო ემილიაში კომპანია Officine Meccaniche Renzo Landi (რენცო ლანდის მექანიკური სახელოსნო) დააარსეს. ეს იყო პირველი კომპანია რომელიც აწარმოებდა გაზის სისტემებს ყველა სახის მანქანისათვის.
ადგილობრვი გაყიდვები საოცარი სისწრაფით იზრდებოდა და 1963–1964 წლებში კომპანიამ დაიწყო საკუთარი პროდუქციის იაპონიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში გატანა. მალე შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა და კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპა, ინდოეთი და სამხრეთ ამერიკის ბაზარიც კი მოიცვა.
რენცო ლანდის უდროო გარდაცვალების შემდეგ 1977 წელს, კომპანიის მართვა საკუთარ თავზე მისმა ცოლმა და შვილმა სტეფანომ აიღეს. სტეფანო 1987 წელს გენერალური დირექტორიც გახდა, როდესაც კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და ბაზარს ოფიციალურად შესთავაზა სახელწოდება Landi Renzo SpA (სს ლანდი რენცო).
ლანდი რენცო ინდუსტირულ ჯგუფად 1993 წელს გადაკეთდა, როდესაც საკუთარი წარმატებების დამაგვირგვინებლად შპს ლანდი (Landi Srl) და ჰოლანდიური კონცერნი ევროგაზ ჰოლდინგი (Eurogas Holding BV) შეიძინა. 1999 წელს ჯგუფმა პოლონურ ბაზარზე პოლონური წარმომადგენელი Landi Renzo Polska S.p.Z.o.o. დააარსა. შემდეგ წელს, კომპანიამ შეიძინა Med S.p.a რეჯიო ემილიაში. 2001 წელს, ევროგაზ ჰოლდინგის 70% გაიყიდა და მის მაგივრად კომპანიის შვილობილმა ორგანიზაციამ Landi International B.V. ევრიგაზ უტრეხტი შეიძინა.
2001 წლიდან კომპანიამ საკუთარი ინოვაციურობის ხაზგასასმელად საკუთარი ოფისების მოდიფიცეირება დაიწყო და პირველი მათგანი რეჯიო ემილიაში გამოჩნდა, საოცარი, იმ დროისათვის არნახული არქიტექტურით. ინტერნაციონალიზაციის პროცესი ბრაზილიაში ფილიალის გახსნით გაგრძელდა 2003 წელს, ამას მოჰყვა ჩინეთი2005 წელს და პაკსტანი 2006 წელს. ამავე წელს დაარსდა ლანდირენცოს კორპორატიული უნივერსიტეტი: იდეებისა და ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრი ლანდი ჯგუფში.
2007 წელს კომპანიამ საკუთარი ფილიალი თეირანშიც გახსნა.
ლანდი რენცოს ხარისხის სისტემა, რომელიც 1996 წლიდან ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელია და დაჯილდოვებულია ISO/TS 16949 სერთიფიკატების, 2001 წელს კიდევ უფრო გაფართოვდა და იტალიის გაყიდვების ქსელი მოიცვა, რათა ყველა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ხარისხის სტანდარტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო დაცული.
2007 წლის 26 ივნისს ლანდი რენცოს აქციები იტალიის სააქციო ბირჟაზე ე.წ. სტარ, პრემიალურ სეგმენტზე გამოჩნდა, რამაც გააათმაგა ზრდისა და განვითარების მოტივაცია და ლანდი რენცო ჯგუფის საერთო რეპუტაცია. ამან კი პირდაპირი გავლენა იქონია პრესტიჟულ მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.
2008 წელს კომპანიამ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარებისაკენ: ლანდი რენცომ მსოფლიოს მესამე უდიდესი მწარმოებელ ლოვატო გაზი შეიძინა.
2009 წლის სექტემბერში კომპანიამ კიდევ ერთი საერთაშორისო ფილიალი ბუქარესტში (რუმინეთი) გახსნა.