25 სექტემბერს Tiflis Business Tower – ის საკონფერენციო დარბაზში „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიისა“ და „თეგეტა მოტორსის“ ორგანიზებით Shell – ის საცხებ – საპოხი მასალების სემინარი გაიმართა.
სემინარზე შედგა Shell – ის უნიკალური GTL (Gas To Liquid) ტექნოლოგიის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი აირის გათხევადებით საბაზისო ზეთის მიღების პროცესს.
სემინარს დაესწრო „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიისა“ და „თეგეტა მოტორსის“ 40 – მდე სავაჭრო ობიექტის ტექნიკოსი და გაყიდვების წარმომადგენელი. მათ მიიღეს ამომწურავი ტექნიკური ინფორმაცია Shell – ის ახალი, ინოვაციური პროდუქტების სრული სერიის შესახებ. აგრეთვე, გაეცნენ Shell – ის მიღწევებს მსოფლიო ბაზარზე და ბრენდის ახალი პროდუქტების თაროებზე განლაგების სტანდარტებს მაღაზიებსა და სერვის ცენტრებში.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სემინარი პირველი არაა და ბრენდთან დაკავშირებული სიახლეების შესაბამისად ხშირად იმართება. „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“ და „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ზრუნავენ პარტნიორი სავაჭრო ობიექტების ტექნიკოსებისა და გაყიდვების წამომადგენლების კვალიფიკაციისა და ტექნიკური ცოდნის ამაღლებაზე.