წარმოგიდგენთ ShellPremium Antifreeze G11 – ს და Shell Premium LonglifeG12+- ს.
პროდუქტი რეკომენდირებულიაShell – ის მიერ და დამზადებულია გამაგრილებელი სითხეების ერთ-ერთი უმსხვილესიმწარმოებელი კომპანია Carix – ის მიერ ევროპაში. პროდუქტის გამოყენებადაშვებულია მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლების მიერ და გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატები, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულმა პროდუქტმა წარმატებით გაიარა ტესტები და დააკმაყოფილა ავტომწარმოებელთა მოთხოვნები, ხოლო შედეგები ოფიციალურად არის დარეგისტრირებული პროტოკოლში ან სხვა დოკუმენტებში.
ანტიფრიზი ძრავის ზეთთან და საწვავთან ერთად წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციონალურ სითხეს ავტომობილისთვის და უზრუნველყოფს:
- ძრავის გაგრილებას
- დაცვას კოროზიისგან
- დაცვას კავიტაციისგან
- დაცვას ყინვისგან
ანტიფრიზი, რომელსაც არ გაუვლია ტესტირება არც ერთ ავტომწარმოებელთან და არ აქვს შესაბამისი დაშვებები ითვლება „უხარისხოდ“!
კეთილსინდისიერი ანტიფრიზის მწარმოებელი ეტიკეტს აწერს არა მითიურ „შეესაბამება მოთხოვნას“, არამედ წერს, რომ გააჩნია დაშვება – აღიარება და აუცილებად წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტს თავის ვებ მისამართზე.
თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენი ავტომობილი გირჩევთ, რომ აუცილებლად გაიგოთ აქვს თუ არა მას თუნდაც ერთი ავტომწარმოებლის ოფიციალური დაშვება.
ShellPremium Antifreeze G11 და Shell Premium LonglifeG12+ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ საცალო მაღაზიაში. პროდუქტი ხელმისაწვდომია 1;4;20 და 209 ლ – იან შეფუთვებში.