ლანდირენცოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია განაგრძობს ბუნებრივი აირის საავტომობილო მოწყობილობების სპექტრის გაფართოებას. ახალი ხელშეკრულებები გაფორმდა ინდური ბალონების მწარმოებელთან, კომპანია ეკონთან და საავტომობილო ძრავის დანამატების ავსტრალიურ მწარმოებელთან, კომპანია ფლეშლუბთან.
ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ TDC ქართულ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს სთავაზობს სრულ ასორტიმენტს იმისათვის, რომ საკუთარი მომხმარებლები რაც შეიძლება კმაყოფილნი დატოვონ. ლანდირენცოს აპარატურის, ეკონის ბალონებისა და ფლეშლუბის საავტომობილო დანამატის დამონტაჟებით სრულად შეიძლება ნებისმიერი ავტომობილის გამართვა. ის, რომ ამ ყველაფრის შეძენა ერთ წერტილშია შესაძლებელი დამატებით კომფორტს ქმნის ნებისმიერი კომპანიისათვის.
TDC განაგძობს ქართული სახელოსნოების ხელშეწყობას და უახლოეს მომავალში უამრავ ტრენინგსა და წამახალისებელ აქციებს შესთავაზებს მათ.