Shell-ი რუსეთში არსებულ მის ყველა პროექტს ტოვებს
ნავთობკომპანია Shell-ი რუსეთში არსებულ მის ყველა პროექტს ტოვებს, მათ შორის, Sakhalin-2-ს, უმსხვილეს ბუნებრივი აირის გათხევადების საწარმოს და Nord Stream 2-ს; Salym Petroleum Developments-ს და Gydan-ს, რომლის 50%-იანი თანამფლობელი იყო Gazprom Neft-თან ერთად.
ეს გადაწყვეტილება კომპანიას 25 მლრდ დოლარის დანაკარგს მოუტანს, მიხედავად ამისა, როგორც Shell-ის გენერალური დირექტორი ბენ ვან ბეურდენი აღნიშნავს, ეს იყო „მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება“.