კომპანია Brembo დაარსდა 1961 წელს ქალაქ ბერგამოსთან ახლოს, ემილიო ბომბასეის მიერ, რომელიც კომპანიის ახლანდელი პრეზიდენტის მამა გახლდათ. ყველაფერი დაიწყო პატარა სახელოსნოდან, რომლის მეპატრონემაც თავისი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით მალევე მოიზიდა პრესტიჟული მარკის Alfa Romeo – ს ავტომობილები. 1964 წელი ისტორიული იყო Brembo – სთვის, რადგან კომპანიამ დაიწყო პირველი სამუხრუჭე დისკოების წარმოება საავტომობილო სათადარიგო ნაწილების ბაზრისთვის. მალევე გააფართოვა პროდუქციის ხაზი და დაიწყო სამუხრუჭე სისტემების სხვა დეტალების წარმოებაც, რამაც კომპანია ევროპის ბაზრის ლიდერი გახადა.

1972 წელს Brembo ხდება ევროპის საუკეთესო მოტოციკლის ბრენდის Moto Guzzi – ს ოფიციალური მიმწოდებელი და მალევე იხვეჭს ლიდერის პოზიციებს მოტოციკლის სამუხრუჭე სისტემების ბაზარზე. თუმცა, ყველაზე დიდი გამოცდა ხარისხსა და ტექნოლოგიურ მიღწევებში კომპანიამ მაშინ ჩააბარა, როდესაც Enzo Ferrari – სგან მიიღო შეთავაზება, მომსახურებოდა ყველაზე პრესტიჟულ სარბოლო ავტომობილს Formula 1 – ზე.

1980 წელს Brembo-ს ინოვაციური ახალი სამუხრუჭე სისტემები შეუცვლელი ხდება ისეთი ავტომწარმოებლებისთვის, როგორებიც არიან: Porsche, Mercedes, Lancia, BMW, Nissan და Chrysler.
2000 – 2005 წლებში ბრემბო შედის ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე, ხოლო 2006 წელს ახორციელებს პირველ ევროპულ ინვესტიციას პოლონეთში.

2005 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაა კომპანიისთვის, რადგან ამ წელს იხსნება ბრემბოს ახალი კვლევისა და განვითარების ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია 500 თანამშრომლით და აერთიანებს ინჟინრებს, დიზაინერებსა და ტექნიკოსებს.

2014 წელს კომპანია იმყარებს ლიდერის პოზიციებს მოტოსპორტში. ამავე წელს კომპანია აბანდებს 39 მილიონ დოლარს ახალი საწარმოს მშენებლობაში მექსიკაში.

დღესდღეობით ბრემბო წარმოდგენილია სამ კონტინენტზე, პროდუქციას აწარმოებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში. გააჩნია გლობალური ოფისები შვედეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. კომპანია 7000-მდე თანამშრომელს ითვლის, რომელთა 10 % ჩართულია კვლევისა და განვითარების უწყვეტ პროცესში.

კომპანია აერთიანებს შემდეგ ბრენდებს: Brembo, Breco, Bybre, Marchesini და Sabelt. Brembo ასევე აწარმოებს და ყიდის პროდუქციას AP Racing ბრენდის ქვეშ.

Brembo ფლობს UNI EN ISO 9004, UNI EN ISO 9001 და ISO/TS 16949 სერტიფიკატებს.