1972 წელს Brembo ხდება ევროპის საუკეთესო მოტოციკლის ბრენდის Moto Guzzi – ს ოფიციალური მიმწოდებელი და მალევე იხვეჭს ლიდერის პოზიციებს მოტოციკლის სამუხრუჭე სისტემების ბაზარზე. თუმცა, ყველაზე დიდი გამოცდა ხარისხსა და ტექნოლოგიურ მიღწევებში კომპანიამ მაშინ ჩააბარა, როდესაც Enzo Ferrari – სგან მიიღო შეთავაზება, მომსახურებოდა ყველაზე პრესტიჟულ სარბოლო ავტომობილს Formula 1 – ზე.
1980 წელს Brembo-ს ინოვაციური ახალი სამუხრუჭე სისტემები შეუცვლელი ხდება ისეთი ავტომწარმოებლებისთვის, როგორებიც არიან: Porsche, Mercedes, Lancia, BMW, Nissan და Chrysler.
2000 – 2005 წლებში ბრემბო შედის ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე, ხოლო 2006 წელს ახორციელებს პირველ ევროპულ ინვესტიციას პოლონეთში.
2005 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაა კომპანიისთვის, რადგან ამ წელს იხსნება ბრემბოს ახალი კვლევისა და განვითარების ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია 500 თანამშრომლით და აერთიანებს ინჟინრებს, დიზაინერებსა და ტექნიკოსებს.
2014 წელს კომპანია იმყარებს ლიდერის პოზიციებს მოტოსპორტში. ამავე წელს კომპანია აბანდებს 39 მილიონ დოლარს ახალი საწარმოს მშენებლობაში მექსიკაში.