მოხარულნი ვართ, გამცნობოთ, რომ Faber უკვე საქართველოშია.ბუნებრივი აირის საავტომობილო ცილინდრების წარმოების მსოფლიო ლიდერთან ხელშეკრულებას ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორმა ხელი 5 აპრილს მოაწერა. ხელშეკრულების თანახმად TDC საქართველოში ფაბერის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა.
კომპანიაში ბალონებს აგვისტოს დასაწყისისთვის ელოდებიან. პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ უმეტესობა ბალონებისა წინასწარ არის გაყიდული.
ფაბერი მსოფლიოს ლიდერია ბალონების წარმოებაში. ამ იტალიური გიგანტის ისტორია 1972 წელს დაიწყო და დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი, როგორც ყველაზე მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხო ბალონები. უნდა აღინიშნოს, რომ ფაბერის ნაწარმი განსაკუთრებული სიმსუბუქითაც გამოირჩევა.
აქამდე საქართველოში ფაბერის მხოლოდ მეორეული პროდუქცია შემოდიოდა სხვადასხვა არაოფიციალური გზით.
TDC ფაბერის ბალონებს საბითუმო ბაზარზე გაყიდის, რის შემდეგაც ქართველ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ აღნიშნული ცილინდრები ბუნებრივ აირზე გადამყვან სხვადასხვა სამონტაჟო პუნქტებში შეიძინონ.