1979 წელს, გერმანელმა მეცნიერმა ვოლფგანგ  კლუენერმა შექმნა ფლეშლუბი, ავსტალიაში, ქალაქ მალბურნში. ვოლფგანგი ავსტარლიის სახელმწიფო სამეცნიერო და კვლევითი ორგანიზაციის (CSIRO –  Australian Commonwealth Scientific and Research Organization) მეცნიერი იყო და მუშაობდა მონაშის უნივერსიტეტში. მან აღმოაჩინა,  რომ ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემდეგ ძრავს ექმნებოდა სარქველების და სარქველის უნაგირების ცვეთის პრობლემა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა დიდი დრო დაეთმო ამ პრობლემის გადაწყვეტილების აღმოჩენასა და კვლევისთვის. პასუხი ამ პრობლემაზე იყო ფლეშლუბის სარქველების დამცავი კომპლექტი (Flashlube Valve Saver Kit)  და მისი სპეციალური ფორმულით შემუშავებული საცხი.

1995 წელს ვოლფგანგის ტექნოლოგიების მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად შეიქმნა კომპანია Flashlube Pty limited. 21–ე საუკუნის დასაწყისში მოხმარებიდან ამოიღეს ტყვიის შემცველი საწვავი, რამაც შექმნა საჭიროება ტყვიის შემცვლელი დანამატისა 1986 წლამდე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. თავდაპირველად ფლეშლუბი განსაკუთრებული ტემპებით იყიდებოდა 50 მილილიტრიან ბოთლებში, რის შემდეგაც მან სწრაფად მოიპოვა ლიდერის პოზიცია როგორც საუკეთესო ტყვიის შემცვლელმა სითხემ მსოფლიოში.

დიდი ხანი არაა, რაც საწვავის ინდუსტრიაში დაიწყო დიზელის მოდიფიცირება, რის შემდეგაც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ გოგირდის დაბალი შემცველობის დიზელის საწვავი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტანდარტის დიზელი გარემოსთვის სასარგებლო იყო, იგი გახდა მომაკვდინებელი ძველი გადამზიდავი საშუალებებისთვის, რომელიც მოიხმარდნენ ძველი სტანდარების დიზელს. სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭირო გადაწყვეტილების გამოგენება. სრულყოფილი კვლევების შემდეგ ფლეშლუბმა წარმოადგინა თავისი ახალი პროდუქტი- დიზელის გამწმენდი სითხე. მისი შესაძლებლობა, რომ შეეპოხა (გოგირდის შემცველობის გარეშე ფორმულით ) როგორც ძველი თაობის დიზელის საწვავი, იქნა აღიარებული 2005 წლის ავსტრალიის ავტომობილების ასოციაციის (Australian Automotive Aftermarket Association) ოქროს მედლით.

ფლეშლუბის გამოყენება შიდაწვის ძრავებში, სოფლის მეურნეობაში, ინდუსტრიაში, სატრანსპორტო და მოტოციკლის ბაზარზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი სისწრაფით იზრდება. ფლეშლუბი ამჟამად წარმოდგენილია ავსტრალიაში, ევროპაში ,ჩრდილოეთ ამრერიკაში, სამხრეთ ამრეიკაში ,სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთში.

ვოლფგანგი ყოველთვის ამაყობდა, რომ მის გამოგონებას არა მხოლოდ ენდობოდნენ, არამედ შესაბამისად აფასებდნენ ავტომობილების ბაზრის წარმომადგენლები. დროთა განმავლობაში, ფლეშლუბი ყველაფერს დებს კვლევასა და განვითარებაში, რათა ეს დაფასება კიდევ უფრო გაიზარდოს.