12 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანში გაიმართა კონფრენეცია რომელშიც მონაწილეობა მიიიღეს კომპანია Shell–ის UCAS-ის რეგიონის ოფისის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და შპს „ტრანსკავკასიურმა სადისტრიბუციო კომპანიამ“, როგორც Shell-ის მაკროდისტრიბუტორმა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. განხილულ იქნა მიმდინარე წლის გეგმის შესრულება, როგორც კომერციული და ასევე სარეკლამო აქტივობების კუთხით. სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი პროექტი, რომლის გახსნა იგეგმება სექტემბრის ბოლოს – Premium Machinery AM, სადაც მოემსახურებიან როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქ ავტომობილებს. ორგანიზაცია თეგეტას შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“ მიაწვდის უმაღლესი ხარისხის Shell–ის პროდუქციას.
კომპანია Shell–ის მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ განსაკუთრებულად აღინიშნა შპს “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის” მიღწევები სომხეთის რეგიონში და აღინიშნა განვითარების მაღალი პოტენციალი. კომპანია თი დი სი-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველი პარტნირი მალხაზ ჯიმშიაშვილი და მარკეტინგის და რეკლამის მენეჯერი ანა იობიძე.