ეს გახლავთ გაჯერებული ტყვიის შემცვლელი დანამატი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა რათა შეამციროს სარქველის უნაგირის ცვეთა ბუნებრივ და თხევად აირზე და ბენზინის საწვავზე მომუშავე ავტომობილებში.
ის აუცილებელია ბ/აირზე გადაყვანილი ძრავებისათვის, რადგან ამცირებს ბ/აირის ფეთქების მაღალი ტემპერატურითა და შეპოხვის დაბალი მაჩვენებლით გამოწვეულ რისკებს და იცავს ავტომობილის ძრავის სარქველებს დიდი ხნის განმავლობაში.
სარქველის დამცავი სითხე (Flashlube Valve Saver Fluid) – გახლავთ გაჯერებული ტყვიის შემცვლელი დანამატი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა რათა შეამციროს სარქველის უნაგირის ცვეთა ბუნებრივ და თხევად აირზე და ბენზინის საწვავზე მომუშავე ავტომობილებში.
ეს გახლავთ გამოცდილი ფორმულა, რომელიც ასევე შეიცავს მფრქვევანებისა და საწვავის სისტემის საწმენდ დანამატებსაც, ზრდის საწვავის ეკონომიას და ამცირებს მავნე გამონაბოლქვებს.
Flashlube Valve Saver Fluid უსაფრთხოა თქვენი ავტომობილისთვის, არ აზიანებს რა კატალიზატორებსა და ჟანგბადის სენსორებს.
Flashlube Valve Saver Fluid – ის გამოყენება აუცილებელია თხევად და ბუნებრივ აირზე, ასევე ბენზინზე მომუშავე ავტომობილებში და მისი შეფრქვევა ძრავში შესაძლებელია ავტომატური საპოხი მოწყობილობით Flashlube Automatic Lubrication Kit. ის წმენდს და პოხავს ცილინდრის ზემო ნაწილს და ქმნის დამცავ ბარიებს სარქველებსა და სარქველის უნაგირს შორის, რაც მათი სიგრილისა და დაცულობის გარანტიაა.
Flashlube Valve Saver Fluid – ისხმება უშუალოდ საწვავის ავზში, საწვავით შევსებამდე. საუკეთესო პროპორციის მისაღებას სასურველია 50 მლ 50 ლიტრზე. მისი შეფრქვევა ასევე შესაძლებელია პირდაპირ ძრავში Flashlube Automatic Lubrication Kit-ის დახმარებით.
გამოყენების სფერო:
Flashlube Valve Saver Fluid – ის გამოყენება აუცილებელია თხევად და ბუნებრივ აირზე, ასევე ბენზინზე მომუშავე ავტომობილებში. მისი მოხმარება შესაძლებელია 2 და 4 ტაქტიან ძრავებში მოტოციკლეტებზე, ბალახის საკრეჭ და წყლის ტრანსპორტის ძრავებში (მისი გამოყენებისას აუცილებელია საწვავისა და ზეთის სწორი პროპორცით გამოყენება). თქვენ შეძლებთ ადვილად შეამჩნიოთ Flashlube-ის საუკეთესო თვისებები ნებისმიერი გამოყენების სფეროში. ძრავები უფრო ადვილად დაიქოქება, აალების სანთლები და წვის კამერა მუდამ სუფთა, გრილი და გაპოხილი იქნება, რაც ძრავის ექსპლუატაციის ვადასაც გაზრდის და ამ პერიოდში მის უკეთეს მუშაობასაც უზრუნველყოფს.
ის აუცილებელია ბ/აირზე გადაყვანილი ძრავებისათვის, რადგან ამცირებს ბ/აირის ფეთქების მაღალი ტემპერატურითა და შეპოხვის დაბალი მაჩვენებლით გამოწვეულ რისკებს და იცავს ავტომობილის ძრავის სარქველებს დიდი ხნის განმავლობაში.
დახასიათება:
- სხვადასხვა ზომის შეფუთვები 50მლ -დან დაწყებული 205 ლიტრით დამთავრებული.
- უსაფრთხოა კატალიზატორებთან და ჟანგბადის სენსორთან გამოსაყენებლად
- მცირე ბოთლების უფრო დიდი ზომის შეფუთვებიდან შევსებით თქვენ ზოგავთ თანხას
- ადვილად მოსახმარი ბოთლები
- ასაწყავად ადვილი შეფუთვები
- უსაფრთხოების მიზნით ბოთლები თბოშედუღებულია
|
სარგებელი:
- იცავს სარქველებსა და სარქველის უნაგირებს
- წმენდს მფრქვევანებსა და საწვავის სისტემას
- ზრდის საწვავის ეკონომიას
- ამცირებს მავნე გამონაბოლქვებს
- ხარჯ-ეფექტურია კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით
- ეკონომიურია: 50მლ საკმარისია 50 ლიტრი საწვავისთვის
|