რა შემთხვევაში სჭირდება ძრავის სარქველებს დაცვა?

ავტომობილის ბ/აირზე გადაყვანის შემდეგ გარკვეული ტიპის ძრავებისთვის აუცილებელია სარქველების და მისი უნაგირების დამცავი სითხის გამოყენება. არსებობს ბ/აირის აპარატურის მწარმოებელი კომპანიების მიერ შექმნილი იმ ძრავების სია, რომლებსაც დროთა განმავლობაში სარქველებზე და მისი უნაგირებზე პრობლემები ექმნებათ.

როგორ იცავს Flashlube ძრავს?

Flashlube – ის მოქმედება ძალიან მარტივია. კოლექტორში კეთდება ცენტრალური ხვრელი, საიდანაც უშუალოდ ძრავის ზედა ნაწილში, სარქველებზე ხდება Flashlube – ის სითხის შეფრქვევა და მისი  დაპოხვა, რაც უზრუნველყოფს წვის კამერაში ტემპერატურის კლებას, სარქველებზე და მის უნაგირებზე დამცავი ფენის გაკეთებას და გადახურებს პრობლემის თავიდან აცილებას.

რატომ უნდა გამოვიყენოთ Flashlube?

Flashlube – ი არის ნომერ პირველი სითხე, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სარქველების და მისი უნაგირების ცვეთის პრობლემების მოსაგვარებლად.  დღემდე უამრავი ანალოგიური სითხე იქმნება  Flashlube – ის ბაზაზე, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა მსგავსი პოპულარობა. მხოლოდ იგი ფლობს ტუფის სერთიფიკატს, არ ვნებს კატალიზატორს, არ აქვს მავნე დანამატები და არ აზიანებს გარემოს.

რა დამატებით პროდუქტებს გვთავაზობს Flashlube - ი ჩვენი ავტომობილისთვის?

Flashlube – ი დამატებით გვთავაზობს ბენზინის და დიზელის სისტემის საწმენდ სითხეებს, რომლებიც  გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციით, 1მლ სითხე ყოფნის 1ლ საწვავს.   Flashlube – ს ასევე აქვს დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო სითხე, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის ექსტრემალურ სიცივეში დაცვას და არ დაუშვებს დიზელის გაყინვას.

სად შევიძინოთ Flashlube?

Flashlube შეგიძლიათ შეიძინოთ ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის მაღაზია – შოურუმში, ასევე, თეგეტა მოტორსის ფილიალებში და ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადასაყვან ობიექტებზე.