შპს „ტრანსკავკასიურმა სადისტრიბუციო კომპანიამ“, როგორც Shell-ის მაკროდისტრიბუტორმა საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანში, 2019 წლის 03 ივნისს ქ. ბათუმში, სასტუმრო Hilton-ში საქართველოში პირველად ჩატარებულ და თი დი სი-ს არსებობის ისტორიაში პირველ საერთაშორისო Shell–ის კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციას ესწრებოდნენ Шелл Нефть-ის მოსკოვის და UCAS-ის 28 მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის Шелл Нефть-ის მოსკოვის UCAS-ის რეგიონის დირექტორი, მარატ შაკიროვი და Шелл Нефть-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ალექსეის დრუჟინი.
კონფერენციამ ნაყოფიერად ჩაიარა. განსაკუთრებულად აღინიშნა “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის” მიღწევები და ურთიერთანამშრომლობის შედეგები.
დამყარდა ახალი და გაძლიერდა არსებული კავშირები, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გვაძლევენ მუშაობისთვის და განვითარებისთვის.