Shell-ი ბაზრის უპირობო ლიდერია!
10 აპრილს ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიისა და სომხეთში მისი ოფიციალური დისტრიბუტორის – ნაკოილის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი შელის საცხებ-საპოხი მასალების შესახებ.
სემინარს ესწრებოდა სომხეთში არსებული სატრანსპორტო, სამშენებლო და ინდუსტრიულ სექტორებში მოღვაწე 50-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი.
სემინარი ჩაატარეს შელის გლობალური ოფისის წარმომადგენლებმა. ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო კომპანიის ისტორიისა და ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას, ხოლო მეორე ნაწილში პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლებზე გაკეთდა აქცენტირება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია ნაკოილი 2010 წლიდან წარმოადგენს შელის საცხებ – საპოხი მასალების ოფიციალურ დისტრიბუტორს სომხეთში.