![3 (1) 3 (1)](http://tdc.ge/wp-content/uploads/2014/03/3-1-270x359.jpg)
29 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“ “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ ორგანიზებით Shell – ის საცხებ-საპოხი მასალების ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის ფარგლებში სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია Shell – ის პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთების ტექნიკური მახასიათებლების, გამოყენების,სწორი შერჩევის, ტექნოლოგიური უპირატესობებისა და სიახლეების შესახებ.
ტრეინინგი ჩაატარა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეულმა შელის გლობალური ოფისის წარმომადგენელმა და მას “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ პარტნიორი 30 – მდე სავაჭრო ობიექტის ტექნიკოსი და გაყიდვების წარმომადგენელი დაესწრო.
ტრეინინგი საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა, დაისვა ბევრი შეკითხვა, რაზეც შელის წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები გასცა.
ტრეინინგის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ საწყობი.