Shell-ი ბაზრის უპირობო ლიდერია!
თეგეტა მოტორსში Shell-ის საავტომობილო ზეთების 1’000’000-ე ლიტრის მყიდველი გამოვლინდა. ბატონმა მერაბ ჩერქეზიშვილმა მემილიონე ლიტრი Shell Helix თეგეტა მოტორსის სათავო ოფისის ფილიალში შეიძინა.
ბატონ მერაბს ადგილზევე გადაეცა თეგეტა მოტორსისაგან 1000 ლარიანი ვაუჩერი. 24 ოქტომბერს კი დაჯილდოვების ოფიციალური ნაწილი გაიმართება, სადაც იღბლიანი მყიდველი Shell-ისა და თეგეტა მოტორსისაგან სხვა საჩუქრებსაც მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ მილიონი ლიტრის გაყიდვასთან დაკავშირებით, Shell საქართველოში, საკუთარ ნაწარმზე 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს. ფასდაკლება წლის ბოლომდე გაგრძელდება.