19, 20 და 21 სექტემბერს თეგეტა მოტორსისა და ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის ზეთების მიმართულების გაყიდვების კონსულტანტებისთვის გაიმართა ტრენინგი Shell – ის ინოვაციური პროექტის – “ჰორიზონტის“ შესახებ.
პროექტი გულისხმობს Shell Helix – ის ძრავის ზეთების სერიის განახლების პროცესს, როგორც ტექნიკური ისე ვიზუალური თვალსაზრისით.
ტრეინინგის შესავალი ნაწილი დაეთმო Shell – ის, როგორც გლობალური კომპანიის მიმდინარე მიღწევების პრეზენტაციას, ხოლო ძირითად ნაწილში მოხდა შელის ინოვაციური „PurePlus” ტექნოლოგიის წარდგენა და პროექტის ფარგლებში პროდუქტის პორტფელში შეტანილი ტექნოლოგიური და მარკეტინგული ცვლილებების გაცნობა. ტრენერებმა ასევე ისაუბრეს სინთეტიკურ პროდუქტებზე არსებული მოთხოვნის ზრდის გლობალურ ტენდენციებზე და მის ბენეფიტებზე.
ღონისძიების მესამე დღეს გაიმართა გასვლითი ტრენინგი ბაზალეთის ტბის კომპლექსში, რომელიც ჩაატარა მოწვეულმა ტრენერმა. ტრენინგის მიზანი იყო გუნდური მუშაობის უნარ – ჩვევების გაუმჯობესება.
თეგეტა მოტორსისა და ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის ზეთების მიმათულების კონსულტანტების ტექნიკური ტრენინგი სისტემატიურად ტარდება, რათა მოხდეს ბრენდთან დაკავშირებული პერიოდული სიახლეების გაცნობა და მათი ტექნიკური ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება.