17-18 აპრილს ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“-ს და შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს ორგანიზებით თეგეტა აკადემიაში ჩატარდა კომპანია Shell-ის ტექნიკური ტრენინგი თემაზე „საცხებ-საპოხი მასალები კომერციული და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის“.
ტრენინგი ჩაატარეს კომპანია Shell-ის მოსკოვის ოფისიდან მოწვეულმა ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერმა ოლეგ კულეშამ და შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს ტექნიკური მხარდაჯერის სპეციალისტმა დავით ანდღულაძემ.
ტრენინგს ესწრებოდნენ შპს “ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს და შპს “თეგეტა მოტორსი“-ს გაყიდვების კონსულტანტები, დისტრიბუციისა და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომლები. ტრენინგის აქტიურ მონაწილეებს, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთებული ცოდნა და აქტიურობა, საჩუქრად გადაეცათ Shell-ისა და Ferrari-ს კობრენდირებული საჩუქრები.