Shell-ი ბაზრის უპირობო ლიდერია!
17 მარტს, შპს,, ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ ორგანიზებით, ჰოლდინგური კომპანია ,,თეგეტა მოტორსის“ და ტდც-ს ზეთების და კორპორატიული გაყიდვების ჯგუფისთვის ჩატარდა ტექნიკური ტრენინგი თემაზე Shell-ის კონსისტენტური საცხები მასალები – ჯგუფი Shell Gadus.
ტრენინგზე საუბარი იყო Shell-ის უმაღლესი ხარისხის საცხები მასალების გამოყენების უპირატესობაზე, ახალ ტექნოლოგიებზე, შერჩევის ტექნიკაზე და მისი გამოყენების წარმატებულ ისტორიაზე.
ტრენინგი ჩაატარა Shell Gadus მიმართულების ბიზნესის განვითარებს მენეჯერმა ალექსანდრ ბულახოვმა. მონაწილეობა მიიღეს Shell-ის ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერმა- ოლეგ კულეშამ და ტდც-ს DFLTS-მა დავით ანდღულაძემ.