6 და 7 მაისს საცხებ-საპოხი მასალების ლიდერი მწარმოებლის – შელის მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსისა და ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლებისა და გაყიდვების ჯგუფების ხელმძღვანელებისათვის ჩატარდა ტრენინგი გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებში.
ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შელის, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გლობალური კომპანიის გაყიდვების გუნდის მუშაობის სტილს, თანამდროვე გაყიდვების მენეჯერის მოვალეობებს, კლიენტების მართვის და ეფექტური გაყიდვების ტექნიკებს პრაქტიკული მაგალითების დახმარებით.
ტრენინგი იყო ინტერაქტიული. გუნდებად დაყოფილ მონაწილეებს ეძლეოდათ პრაქტიკული სავარჯიშოები, რის მიხედვითაც თითოეული გუნდი ტრენინგის ბოლოს დაგროვილი ქულების მიხედვით შეფასდა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ პრიზები, ხოლო ტრენინგის ყველა მონაწილეს შელის სპეციალური სერტიფიკატი.