car_60

ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია განაგრძობს რეგიონის ბაზრის პრემიუმ ბრენდებით მომარაგებას და ამჯერად ის აკუმულატორების მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, Energizer-ის წარმომადგენელი გახდა. შესაბამის კონტრაქტს ხელი ა.წ. გაზაფხულზე მოეწერა, ივლისში კი აკუმულატორების პირველი პარტია უკვე TDC-ის საწყობში მოთავსდა.

ენერჯაიზერი (Energizer) აკუმულატორების ცნობილი მწარმოებელია მთელს მსოფლიოში. ბოლო წლებში საწარმო ამ სფეროს ლიდერმა, Jonson Controls-მა შეიძინა. რეორგანიზაციის შემდეგ ენერჯაიზერი კიდევ უფრო მაღალი ხარისხით და გამძლეობით გამოირჩევა.

ენერჯაიზერის აკუმულატორების შეძენა მომხმარებელს Wissol AutoExpress-ის ცენტრებში და ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის ოფისთან მდებარე მაღაზიაში შეუძლიათ საუკეთესო ფასად.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აკუმულატორებს 2 წლიანი საქარხნო გარანტიით ყიდის.