15-16 თებერვალს, თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა ,,ჰიდროენერგეტიკა – კასპიის რეგიონი და ცენტრალური აზია“.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ახალი მშენებლობისა და ძველი ნაგებობების რემონტის 40-მდე პროექტი, როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ჰესებისა თურქეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ირანში, სამხრეთ რუსეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. პროექტის ინიციატორებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ქონდათ.
ამ ღონისძიებაში საკუთარი სტენდით მონაწილეობას იღებდნენ კომპანია Shell-ის მოსკოვის ოფისის წარმომადგენლები: ბოგდან სუბბოტა (ბიზნესის განვითარების მენეჯერი კავკასიის ქვეყნების და შუა აზიის რეგიონში) და ალექსეი კონსტანტინოვი (ენერგეტიკის მიმართულების პროდუქტების ტექნიკური მენეჯერი). აგრეთვე მონაწილეობას იღებდა კომპანია Shell-ის რეგიონალური მაკროდისტრიბუტორი შპს ,,ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“, მისი დირექტორის მალხაზ ჯიმშიაშვილის სახით.
გამოფენა-კონგრესში მონაწილეობას იღებდნენ ამ მიმართულებაში მომუშავე მსოფლიო დონის მწარმოებლები, ისეთები როგორიცაა General Electric და Siemens.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ბევრი საქმიანი შეხვედრა და სათავე დაედო ბევრ ახალ ურთიერთობებს, რომლებიც მომავალში გაგრძელდება.