19 ოქტომბერს „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის ავტოსადგომზე ჩატარდა „წყვილთა რბოლა“ მოყვარულ და პროფესიონალ ავტომრბოლელთა შორის. ღონისძიების ორგანიზება გაუწია „თეგეტა მოტორსმა“ და „მერსედეს ბენც კლუბ საქართველომ“.
შეჯიბრის ოფიციალური პარტნიორი გახლდათ Shell Helix Ultra, რომელმაც გამარჯვებულებისათვის სპეციალური პრიზები დააწესა. შეჯიბრის ბოლოს სამივე კლასის ყველა საპრიზო ადგილის მფლობელს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ დირექტორმა შელისა და ფერარის ბრენდირებული საჩუქრები და უმაღლესის ხარისხის ძრავის ზეთი – Shell Helix Ultra გადასცა.
შეგახსენებთ, რომ გლობალურად Shell Helix Ultra არის Ferrari – ს გუნდის ოფიციალური პარტნიორი. „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“ და Shell მზად არიან ხელი შეუწყონ ავტოსპორტის განვითარებას საქართველოში და ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების წინსვლას.
გთავაზობთ მცირე ფოტო კოლაჟს შეჯიბრიდან: