რა უნდა გავითვალისწინოთ ბ/აირის მონტაჟის დროს?

როდესაც გადაწყვეტთ ბუნებრივ აირზე ავტომობილის გადაყვანას, სამონტაჟო პუნქტის შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალები:

  • მემონტაჟეთა გუნდს უნდა ჰქონდეს სპეციალური სერთიფიკატები, რომლითაც მათ ავტომობილების ბ/აირზე გადაყვანის უფლება ეძლევათ.
  • აუცილებლად გაითვალისწინეთ სამონტაჟო ბოქსის მოწყობა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ შემდეგ სტანდარტებს:

1. სამონტაჟოში აუცილებლად უნდა იყოს მაღალ წნევასთან სამუშაო ინსტრუმენტები

2. კვალიფიციური მემონტაჟეები.

მონტაჟის პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავტომობილზე. საშუალოდ, ერთი ავტომობილის ბუნებრივ აირზე სრულყოფილად და ყველა სტანდარტის დაცვით გადაყვანას სჭირდება ერთი სამუშაო დღე.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბ/აირის აპარატურის შერჩევის დროს?

იმისათვის, რომ თქვენმა ავტომობილმა ბ/აირზე-ზე შეუფერხებლად იმუშავოს აუცილებელია მისი აღჭურვა ბ/აირის-ის აპარატურით და ბ/აირის ბალონით.

ბ/აირის აპარატურა შედგება 5 ძირითადი ნაწილისაგან:

  • წნევის გარდამქმნელი რედუქტორი.
  • მფრქვევანები.
  • მართვის ბლოკი.
  • ელ. გაყვანილობა
  • სამონტაჟო აქსესუარები. (ფოტო)

აპარატურის შერჩევისას იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ მის შეძენამდე:

  1. აქვს თუ არა ბ/აირის აპარატურის მწარმოებელ კომპანიას შესაბამისი სერთიფიკატები, აკმაყოფილებს თუ არა  უსაფრთხოების მოთხოვნებს და ხარისხიანია თუ არა მის მიერ წარმოებულო აპარატურა.
  2. ბ/აირის აპარატურის შერჩევა ხდება ავტომობილის ცილინდრების რაოდენობის და სიმძლავრის მიხედვით. შესაბამისად, აპარატურის შეძენამდე, აუცილებელია, გაარკვიოთ შეესაბამება თუ არა კონკრეტული აპარატურა თქვენი ავტომობილის ძრავის სპეციფიკაციებს.
  3. აუცილებელია შეიძინოთ ბ/აირის აპარატურის  სრული კომპლექტი. დღესდღეობით ფართოდ არის გავრცელებული ე.წ „მინი კიტები“, რომლებიც დაკომპლექტებულია

სხვადასხვა მწარმოებლის ნაწილებით, რომელიც არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან    კომპონენტებს, როგორებიცაა:

–         მაღალი წნევის გაყვანილობა

–         ბუნებრივი აირის მილები

–         მარყუჟები

–         ფილტრები

–         ქანჩები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

  1. აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ბ/აირის აპარატურის მწარმოებელი კომპანია. პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მწარმოებლის  ნაწილებით დაკომპლექტებული აპარატურები ვერ მუშაობენ სათანადოდ, რადგან ესა თუ ის ნაწილი არ არის გათვლილი  სხვა მწარმობელის კონკრეტულ დეტალთან მუშაობაზე. ისინი იქმნება რამდენიმე მწარმოებლის გარკვეული ტიპის დეტალებთან სამუშაოდ, რაც ხშირ შემთხვევაში არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე გამოვიყენოთ კონკრეტული დეტალის შესაძლებლობები.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ერთი მწარმოებლის მიერ დამზადებული დეტალებით დაკომპლექტებული აპარატურის შეძენისას გაცილებით ეფექტური და სტაბილური შედეგი მიიღწევა, რადგან ყველა დეტალი იქმნებოდა ერთსა და იმავე ქარხანაში, ერთმანეთთან ჰარმონიულად მუშაობისთვის.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბალონის შერჩევის დროს?

ბ/აირის ბალონი ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძია ბ/აირის სისტემაში, ამიტომ საჭიროა გამოიჩინოთ დიდი ყურადღება და სიფრთხილე მისი შერჩევის პროცესში.

ბ/აირის აპარატურის მსგავსად, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბ/აირის ბალონის შერჩევისას:

  1. 1.    ბუნებრივი აირის ბალონს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სერთიფიკატი (ISO 11439) და გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 200 ატმოსფერულ წნევაზე სამუშაოდ. ბალონზე  ამოტვიფრული უნდა იყოს, რომ მისი დასაშვები სამუშაო წნევაა მინიმუმ 200 ატმოსფერო.
  2. 2.    აუცილებლად შეამოწმეთ ბ/აირის ბალონის ვარგისიანობა. საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით მეორადი ბ/აირის ბალონი უნდა მოწმდებოდეს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ჰიდრო და წონის ტესტის მიხედვით. მეორადი ბ/აირის ბალონის დამონტაჟების  შემთხვევაში აუცილებელია მან ეს ტესტები წარმატებით გაიაროს, თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბუნებრივი აირის ბალონებს აქვთ  ექსპლუატაციის ვადა, რომელიც ხშირ შემთხვევაში 15–20 წლით განისაზღვრება. კატეგორიულად აკრძალულია ვადის გასვლის შემდეგ  ბალონის ექსპლუატაცია.

რამხელა წნევასთან გვექნება შეხება?

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ბ/აირის სამუშაო წნევა განისაზღვრება 200 ატმოსფეროთი და ვეცადოთ, რომ მოწყობილობები და აგრეგატები ვამუშავოთ შესაბამისი წნევის ფარგლებში.  ბ/აირის გასამართ სადგურებზე ხშირია შემთხვევები, როდესაც წნევა 250 ატმოსფერომდე აჰყავთ, რაც  დაუშვებელია და იწვევს ბ/აირის ბალონის და სისტემის მწყობრიდან გამოსვლას. ამიტომ, ბ/აირის გასამართ სადგურებზე მკაცრად უნდა მოითხოვოთ დასაშვები სამუშაო წნევის დაცვა.

რა უნდა ვიცოდეთ ბ/აირის ბალონის დატენვის პროცესის შესახებ?

ბ/აირის გასამართ სადგურზე ავზის შევსებისას აუცილებელია დაიცვათ უსაფრთხოების წესები:

– ჩამოსხით მგზავრები
– გამორთეთ ძრავი
– მოშორდით ავტომობილს და დაიცადეთ სპეციალურად გამოყოფილ მოსაცდელ ადგილას ბ/აირის ბალონის გავსებამდე.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბ/აირის მეორადი ბალონის შეძენისას?

მეორადი ბალონის დამონტაჟების შემთხვევაში აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი ექსპლუატაციის ვადა. კატეგორიულად იკრძალება მეორადი ბალონის გამოყენება  ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ, ჰიდრო და წონის ტესტის გავლის გარეშე. მნიშვნელოვანია აგრეთვე,  გადაამოწმოთ ბ/აირის ბალონის წარმოების თარიღის სინამდვილე, რადგან ხშირია ბალონზე მისი წარმოების თარიღის ხელოვნურად შეცვლის შემთხვევები, მომხმარებლის მოტყუება და საფრთხის ქვეშ დაყენება.

როგორ შევამოწმოთ ჟონავს თუ არა ბალონიდან ბ/აირი? უნდა შეამოწმოს თუ არა პროფესიონალმა?

აუცილებელია გეგმიური შემოწმებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 6 თვეში ერთხელ სერთიფიცირებული მემონტაჟის მიერ. ყოვლად დაუშვებელია არაკვალიფიციური მუშაკის მიერ მათი გადამოწმება ან რაიმე კვანძის შეცვლა.

როგორ მოვიქცეთ თუ ბ/აირი ჟონავს? აუცილებელია თუ არა ავტომობილში ცეცხლმაქრის ქონა?

პირველი ნაბიჯი ბ/აირის გაჟონვის შემთხვევაში არის ბ/აირის ბალონზე არსებული ონკანის გადაკეტვა. ცეცხლმაქრის ქონა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აუცილებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილის ფლობის შემთხვევაში.

ბ/ა უფრო უსაფრთხოა თუ ბენზინი?

სწორად დამონტაჟებული ბ/აირი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ბენზინის ან დიზელის ტიპის საწვავი, რადგან ძნელია მისი იმ რაოდენობით დაგროვება ავტომობილის რომელიმე ნაწილში, რაც გამოიწვევს მის აალებას.

იმისათვის, რომ დაიწყოს ბ/აირის აალება, საჭიროა ჰაერში მოხდეს მისი 5%-დან 15%-მდე კონცენტრირება. ბ/აირის აალების წამოწყებისთვის საჭირო ტემპერატურა თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე დიზელის ან ბენზინის ტიპის საწვავის, კერძოდ, ბ/აირის აალებისთვის საჭიროა 600 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, მაშინ, როდესაც ბენზინისთვის საჭიროა მხოლოდ 315 გრადუსი. ბ/აირის ბალონში არსებული მაღალი წნევის გამო,  მისი სწრაფი დაცლის შემთხვევაში წნევა იმდენად მაღალია, რომ აალება ფიზიკურად შეუძლებელი ხდება და ცეცხლი უბრალოდ ქრება.

საჭიროა თუ არა ავტომობილის ავზში ბენზინის ქონა, თუ იგი ბ/აირზე მუშაობს?

ავტომობილის ავზში აუცილებელია მინიმუმ ¼ ბენზინის ქონა, რადგან ბ/აირის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა ავტომობილის ბენზინზე გათბობა. გარდა ამისა, საწვავი ყოველთვის მოძრაობს სისტემაში და ბუნებრივი აირის ამოწურვის  შემთხვევაში იგი ავტომატურად გადაირთვება  ბენზინზე. საწვავის არქონამ შეიძლება  უსაფრთხოების ზომების დარღვევა გამოიწვიოს, უფრო ზუსტად კი –  ავტომობილის ბენზინის ტუმბოს გადახურება და შემდეგ მისი აალება, რადგან  საწვავის ტუმბო საწვავს მაღალი წნევით აწვდის  ძრავს, რაც ბენზინის უქონლობის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ტუმბოს გაგრილებას, იწვევს მის გადახურებას და აალებას.

შესაძლებელია თუ არა ჟანგბადის სხვა ცილინდრების გამოყენება?

კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი სხვა რაიმე ტიპის ცილინდრის გამოყენება, გარდა სპეციალურად, მაღალი წნევისთვის შექმნილი ცილინდრებისა რომლებსაც აქვთ ISO  11439 სერთიფიკატი.

რამდენად დაცული ვართ ავარიის შემთხვევაში?

ბ/აირის აპარატურისა და ბალონის სწორი მონტაჟის შემთხვევაში ავტომობილი ისევე დაცულია, როგორიც იგი იყო მის დამონტაჟებამდე.