Tenax HighLine – მსუბუქი ავტომობილისთვის
მაღალი კლასის პროდუქტების ხაზი, რომელიც გთავაზობთ აკუმულატორების ფართო სპექტრს ევროპული და აზიური წარმოების ავტომობილებისთვის. ეს ხაზი ძირითადად განკუთვნილია იმ ავტომობილებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სტანდარტული რაოდენობის ელექტრო-მომხმარებლები.
თვისებები და მახასიათებლები
- ფართო სამოდელო რიგი (36 ტიპი).
- გარანტია 24 თვე.
- ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა, 4-5 წელი.
- ალის ჩამხშობი უნიკალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს განსაკუთრებულ უსაფრთხოებას ექსპლუატაციის დროს.
- ვიბრაციაგამძლე, დარტყმის მიმართ მტკიცე და მოხერხებული კორპუსი
- პლიუს და მინუს ფირფიტებისთვის გამოყენებულია ე.წ „სეპარატორ-კონვერტი“.
- აკუმულატორის ჰერმეტულობა, რომელიც მიიღწევა გადაბმის უახლესი ე.წ „მშრალი ხეხვის“ ტექნოლოგიით.
- აკუმულატორის სახურავის უნიკალური ლაბირინთული კონსტრუქცია, რომელიც იცავს მას ელექტროლიტის აორთქლებისგან. ყველა აკუმულატორი ქარხნულად ჩასხმული და დამუხტულია.
- გაზრდილი სასტარტერო დენი.
- აკუმულატორის სიმძლავრისა და სასტარტერო დენის ოპტიმალური კომბინაცია.
- აკუმულატორი არ საჭიროებს მომსახურებას საცობების არარსებობის და ტყვია-კალციუმის უახლესი შენადნობის გამო, რომლითაც მზადდება ელექტროდები. არ საჭიროებს წყლის დამატებას.
პროდუქტი/შეფუთვა | ამპერაჟი (ა/სთ) | წონა (კგ) | სასტარტერო დენი (ამპ) | სიგრძე (მმ) | სიგანე (მმ) | სიმაღლე (მმ) | კორპუსის ტიპი |
TE-D26L-2 | 68 | 16.97 | 550 | 232 | 173 | 225 | იაპონური |
TE-D26R-2 | 68 | 16.97 | 550 | 261 | 173 | 220 | იაპონური |
TE-D31L-2 | 91 | 20.23 | 740 | 306 | 173 | 225 | იაპონური |
TE-D31R-2 | 91 | 20.23 | 740 | 306 | 173 | 225 | იაპონური |