![43400824_722437484786160_1471815877077762048_n 43400824_722437484786160_1471815877077762048_n](http://tdc.ge/wp-content/uploads/2018/10/43400824_722437484786160_1471815877077762048_n-270x179.jpg)
06 ოქტომბეერს კურორტ საირმეში შპს ‘ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის’-სა და “თეგეტა მოტორსი’-ს ორგანიზებით ჩატარდა სემინარი „კომერციული და მძიმე ტექნიკის ძრავის საცხებ-საპოხი მასალები, ტრანსმისიის ზეთები და კონსისტენტური საცხები მასალები”. სემინარს უძღვებოდა შპს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია“-ს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი დავით ანდღულაძე.
სემინარს დაესწრო საქართველოში არსებული სატრანსპორტო, სამშენებლო და ინდუსტრიულ სექტორებში მოღვაწე 28-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი და დირექტორი. მათ გაეცნეს კომპანია Shell-ის ისტორიასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, პროდუქტების ტექნიკურ მახასიათებლებს. სემინარის დასკვნითი ნაწილში მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები.