ცილინდრების ფართო სპექტრი- 1 ლიტრიდან 200 ლიტრამდე წლის მოცულობის, ოთხი თანამედროვე ქარხანა და ხარისხის მუდმივი კონტროლი, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ფაბერის გლობალურ ლიდერობას მაღალი წნევის ბუნებრივი აირის ბალონები დამზადებაში. კომპანიის საკუთრებაში არსებული ოთხი ქარხანა განლაგებულია იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 70000 კვადრატულ მეტრზე. სწორედ აქ იწარმოება დაახლოებით 900’000 ცილინდრი ყოველწლიურად. დიდი რაოდენობის წარმოების შესაძლებლობის მიხედვითაც ფაბერი ინდუსტრიის ლიდერია მთელს მსოფლიოში.
ყველა ქარხანა რეგურალურად მოწმდება უსაფრთხოების სამსახურების, ბუნებრივი აირის საერთაშორისო კორპორაციებისა და ავტომწარმოებლების მოთხოვნების შესაბამისად. ქარხნების რეგულარული შემოწმება ფაბერის მართვის ISO 9001 და გარემოს მართვის სისტემის ISO 14001 სერთიფიკატების ნაწილია.
ამ დროისთვის კომპანიას წარმოებული აქვს 4 მილიონზე მეტი ბალონი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის ამოწურულია, ისინი დღემდე გამოიყენება მსოფლიოს ორმოცზე მეტ ქვეყანაში.
Faber-ის შესაბამისობას უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ ნორმებთანაც კი აფასებენ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების მწარმოებლები. ამ ბალონებს კარგად იცნობენ და ფართოდ გამოიყენებენ ავტომანქანების ბუნებრივ აირზე გადამყვანი კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.