3
ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (TDC)  2010 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან წარმოადგენს კომპანია შელის საცხებ–საპოხი მასალების (Shell Lubricants) რეგიონალურ დისტრიბუტორს  საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
კომპანიის მიზანია, შესთავაზოს რეგიონალურ ბაზარს მხოლოდ პრემიალური ბრენდების საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და ხელი შეუწყოს აღნიშნული პროდუქციის მომხმარებელი  დარგების განვითარებას რეგიონში.
Shell, LandiRenzo, SAFE, Flashlube, Faber, Energizer – უდიდეს მწარმებლებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ მათი გამოცდილება და შემდეგ ის საკუთარ მომხმარებელთან ურთიერთობაში მათსავე სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ორგანიზაციებში დაგროვილი პროფესიონალიზმი ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებაზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ჩვენი კომპანია დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება და ფართოვდება.

ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განვითარებაზე. ჩვენი მომწოდებლები მუდმივად ატარებენ თანამშრომლების გადამზადების ტრენინგებს, რათა თითოეული მათი მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. დარგის განვითარების დასახმარებლად, ტრენინგები იმართება კონკრეტული სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისთვისაც.

კომპანია მხარს უჭერს ღია და კეთილსინდისიერ  კონკურენციას. ჩვენი მუშაობის მთავარი ქვაკუთხედი კეთილსინდისიერებაა და ამ პრინციპს ვეყრდნობით კლინეტებთან, დისტრიბუტორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობაში.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებთან და მომწოდელებთან საქმიანი ურთიერთებობების, ნდობის და პატივისცემის ჩამოყალიბება და მათი შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კომპანიის თითოეული ნაბიჯი გრძელვადიან ურთიერთობებზე  გავთვალოთ.

დღევანდელ სამყაროში გარემოზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. TDC მთლიანად აცნობიერებს გარემოს მიმართ მის პასუხისმგებლობას და აქტიურად ზრუნავს ქვეყნის ეკოსისტემის დაცვაზე ბუნებრივი აირის საავტომობილო სისტემების და საავტომობილო ბალონების შეთავაზებით ბაზრისათვის. ეს სისტემები გარდა ეკონომიკური ეფექტისა ეკოლოგიური თვალსაზრისითაც საუკეთესოა.  უნდა აღინიშნოს, ფლეშლუბის დანამატების მთავარი უპირატესობა მის კონკურენტებთან სწორედ მისი ეკო-მეგობრულობაა, ის არ შეიცავს ტყვიას და სხვა ელემენტებს, რომლებიც შეიძლება აბინძურებდეს გარემოს.

SHELL - ზეთები

ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს სთავაზობს მსოფლიო ნავთობინდუსტრიის ლიდერის – შელის  (Shell) პროდუქციას. TDC შელის მაკრო დისტრიბუტორია საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. შელის საცხებ-საპოხი მასალების პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა Shell Helix, Shell Rimula®, Shell Tellus, Shell Spirax, და სხვ. კომპანიის წამყვანი კვლევითი ცენტრები განთავსებულია გერმანიაში, იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. შელის საცხებ-საპოხი მასალების წარმოება, წელს უკვე ზედიზედ მეხუთედ დამოუკიდებელმა კვლევითმა კომპანიამ KLINE&COMPANY მსოფლიო საცხებ-საპოხი მასალების ბაზრის ლიდერად დაასახელა.

Brembo-ს ხუნდები და დისკოები

უკვე 50 წელია, Brembo-ს საპატიო ადგილი უკავია სამუხრუჭე სისტემების ბაზარზე, რაც უწვეტი ინოვაციების, უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების გამკაცრებული კონტროლის დამსახურებაა.

კომპანია პროდუქტს “ნულოვანი დეფექტის” პრინციპით აწარმოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქარხნული წუნი გამორიცხულია და ასეთის არსებობის შემთხვევაში პროდუქტი არ ტოვებს კონვეიერს.

გახსოვდეთ, მაღალი ხარისხის სამუხრუჭე სისტემები თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.

OZ Racing დისკები

OZ აწარმოებს ყველაზე მსუბუქ, მტკიცე და დახვეწილი დიზაინის საავტომობილო დისკებს როგორც სტანდარტული პირობების, ასევე ავტორბოლისთვის (F1, Rally, DTM, Indy…). OZ ასრულებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კომპანიების Bertone, Pininfarina, AMG, Hartge, Callaway, Schnitzer, Cizeta, Strosek , Giugiaro – ს ნებისმიერი სირთულის დაკვეთას.

OZ მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩენს იტალიურ გემოვნებას, სტილს, ხელოვნებას და კულტურას. ბრენდისთვის დამახასიათებელი განსხვავებული დიზაინი კი ამ ღირებულებების თავმოყრაა.

Landiranzo - გაზის აპარატურა

ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია ასევე ანხორციელებს შეკუმშული ბუნებრივი აირის სისტემებისა და ბალონების დისტრიბუციას საქართველოში. ამ სისტემების მომწოდებელია ისეთი გიგანტი იტალიური კომპანია, როგორიცაა ლანდი რენცო. ლანდი რენცოს (Landi Renzo) მსოფლიო ბაზარზე 46 %–იანი წილი უკავია.

Faber - გაზის ბალონები

ბალონებს მსოფლიოს ინდუსტრიის ლიდერი, ISO სტანდარტებით მომუშავე Faber ამზადებს. Faber-ის ბალონები ცნობილია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და მსუბუქი ავზები მსოფლიოში.

Energizer - აკუმულატორები

ენერჯაიზერი (Energizer) აკუმულატორების ცნობილი მწარმოებელია მთელს მსოფლიოში. ბოლო წლებში საწარმო ამ სფეროს ლიდერმა, Jonson Controls-მა შეიძინა. რეორგანიზაციის შემდეგ ენერჯაიზერი კიდევ უფრო მაღალი ხარისხით და გამძლეობით გამოირჩევა.

Flashlube - დანამატები

ასევე აღსანიშნავია ავსტრალიური მწარმოებლის, ფლეშლუბის (Flashlube) დანამატები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი და აუცილებელი კომპონენტია თქვენი ავტომობილის ძრავის მოვლისათვის.