2015 წლის დასაწყისში BMW AG-მ კომპანია Shell-ი ძრავის ზეთების ერთადერთ რეკომენდირებულ მიმწოდებლად გამოაცხადა.
ამ ორ გიგანტს შორის მსგავსი თანამშრომლობა ნიშნავს, რომ Shell-ის მიერ წარმოებული ზეთები BMW-ს უახლესი ძრავების( BMW, BMW i, BMW M, MINI, BMW Motorrad) უკანასკნელ მოთხოვნებს ზუსტად შეესაბამება და იდეალურია მათი სრულყოფილი მუშაობისთვის.
საბაზისო ზეთი ძრავის ზეთის ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი კომპონენტია. ძირითად შემთხვევებში ის ნედლი ნავთობისგან მზადდება. კომპანია Shell-ი 40 წლის განმავლობაში ხვეწდაგაზის გათხევადებისგზით(GTL– Gas To Liquid) საბაზისო ზეთის მიღების ინდუსტრიულ ინოვაციურ მეთოდს. დღეს, კომპანია Shell-ი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია Pure Plus ტექნოლოგიით ბუნებრივი აირი კრისტალური სისუფთავის ექსკლუზიურ საბაზისო ზეთად გარდაქმნას. მხოლოდPure Plus ტექნოლოგიით დამზადებული ზეთებს აქვთ უნარი შეუნარჩუნოს ძრავს ქარხნული სიმძლავრე და სისუფთავე.
2015 წლიდან BMW მომხმარებლები სხვადასხვა გარემო პირობებსა და რბოლებში თავიანთ ავტომობილებზე ცდიან Pure Plus ტექნოლოგიის ინოვაციურობის სარგებლიანობას.
„Shell Helix Ultra იდეალურად შეესაბამება ავტოსპორტის მოთხოვნებს. Shell-თან პარტნიორობაზე დიდ იმედებს ვამყარებთ და გვჯერა, რომ ერთად კიდევ უფრო მეტის მიღწევას შევძლებთ“
Jens Marquardt, BMW,DTM მოტოსპორტის დირექტორი
„გამარჯვება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ყველა დეტალი ერთმანეთთან იდეალურ კომბინაციაშია. Shell Helix Ultra საიმედოდ იცავს მანქანის ძრავს და მეხმარება ავტოსპორტში ჩემი უნარები მაქსიმალურად გამოვამჟღავნო.“
Augusto Farfus, მრბოლელი
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ BMW Group’s რჩეულები გავხდით და ისინი რეკომენდაციას გვიწევენ, როგორც ძრავის ზეთების საუკეთესო მიმწოდებელს. BMW-სა და Shell-ს შორის მსგავსი თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ, პრემიუმ პროდუქციაზე ორიენტირებული ერთობლივი შრომითა და უწყვეტი ინოვაციურობით, მუდმივად საუკეთესოს შევთავაზებთ BMW-ს მომხმარებლებს.“
Mark Gainsborough, კომპანია Shell-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ზეთების მიმართულებით