2copy
ლანდირენცო ომეგას პლიუსი – ბ/აირის საავტომობილო კომპლექტები

 

თვისებები და მახასიათებლები

შეკუმშული ბუნებრივი აირის მრავალწერტილიანი მფრქვევანებიანი სისტემა 

 

ლანდი რენცოს ომეგას პლუს მრავალწერტილიანი მფრქვევანების სისტემა წარმოადგენს ორი ტიპის საწვავზე (ბენზინი–შეკუმშული ბუნებრივი აირი) გადასაყვანი კომპლექტების ახალ თაობას წარმოადგენს.

მისი მუშაობის მთავარი პრინციპი ელექტორნული მართვის მოწყობილობს (CNG ECU)  მიერ მფრქვევანების გახსნისთვის და შეკუმშული ბუნებრივი აირის შეფრქვევისთვის ზუსტი დროის გამოთვლაში გამოიხატება.

ამ პროცესის ოპტიმიზაცია ბენზინის მფრქვევანებისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ ხდება. ამასთან ავტომობილის მართვა ისევ მისი ძირითადი მართვის მოწყობილობიდან (ECU) ხდება, შეკუმშული ბუნებრივი აირის მართვის მოწყობილობა მხოლოდ ფრქვევანების ხსნის და იყენებს შეკუმშული ბუნებრივი აირის შეფრქვევის პარამეტრებს მისი სისტემის გამართულად მუშაობისთვის.

ლანდი რენცოს ომეგას პლიუს სისტემას შეუძლია გამოიყენეოს სხვადასხვა ტიპის მფრქვევანები შესაბამისი მოდელების მიხედვით.

ლანდი რენცოს ომეგას პლიუს სისტემა მინიმალურად ერევა ავტომობილის ელექტრონული მართვის მოწყობილობის მუშაობაში.

მას შეუძლია ადვილად შეერწყას ავტომობილის ძრავში არსებულ პარამეტრებს და გამოიყენოს ზოგიერთი მათგანი, როგორებიცაა: ნაზავის კონტროლი, ბენზინის მიწოდების შეყვეტა, EGR, და ასე შემდეგ. ასევე ისეთი პარამეტრები, როგორიცაა მანქანის კონდენციონერი, საჭის გამაძლიერებელი, ელექტრო დატვირთვები და სხვ.

შეკუმშული ბუნებრივი აირის მართვის მოწყობილობას შეუძლია გამოითვალოს შეფრქვევის დოზა მფრქვევანაში წნევის, შეკუმშული ბუნებრივი აირის ტემპერატურის ,ავტომობილის ძრავის ტემპერატურის, ძრავის ბრუნვებისა და აკუმულატორის ვოლტაჟის მიხედვით. ამ ინფორმაციას ემატება ბენზინის მართვის მოწყობილობიდან მიღებული მონაცემებიც.

 

ლანდირენცო ომეგას სისტემა მთლიანად თვითრეგურილებადია, ალოგრითმების გამოყენების მეშვეობით:

  • დისტანციური მართვა ECU-ს კალიბრაციისთვის.
  • შეკუმშული ბუნებრივი აირის სისტემის სრული დიაგნოსტირება.
  • აალების წინსწრების კუთხის რეგულაციისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის სტრატეგია და ნაწილი მოჰყვება კომპლექტს.
  • შეესაბამება ევრო 4 ის ყველა სტანდარტს.
  • თავსებადია მანქანის ECU -ს სადიაგნოსტიკო სისტემასთან.