ბ/აირის რამდენი ტიპის ბალონი არსებობს?

I ტიპი

მსოფლიოში ყველაზე მეტად ბ/აირის ამ ტიპის ბალონებია გავრცელებული. ისინი მთლიანად მეტალისგან მზადდება. მინიმალური წნევა, რომელსაც ეს ბალონები უძლებს 2.25–ჯერ უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სამუშაო წნევას. როგორც წესი, მსგავსი ბალონების წონისა და მოცულობის შეფარდება 1:1 –თან არის ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ლიტრიანი ბალონის წონა დაახლოებით 100 კგ – ია. ( 1 კუბი = 4,2 ლიტრს; 16 კუბიანი (67 ლიტრიანი) ბალონის წონა დაახლოებით 70 კილოგრამია.

II ტიპი

ამ ტიპის ბალონების  კორპუსი დამზადებულია მეტალისაგან.მუცლის ნაწილი გარედან გამყარებულია მრავალჯერ გადახვეული უწყვეტი ბოჭკოვანი ძაფით, რომელიც, როგორც წესი, შედგება პოლიესტერის, შუშისა და კარბონისაგან. მსგავს ბალონებში მოცულობისა და წონის შეფარდება არის 1:0,7 (100 ლიტრიანი ბალონის წონა 70 კილოგრამია).

 

III ტიპი

 ამ ტიპის ბალონის  კორპუსიც მეტალისგანაა დამზადებული (როგორც წესი ალუმინის) და მთლიანად არის გადახვეული  უწყვეტი ბოჭკოვანი ძაფებით.

წნევა, რომელსაც უძლებს ეს ბალონი დამოკიდებულია ბოჭკოვანი ძაფის რაოდენობაზე. 100 ლიტრიანი ბალონი, როგორც წესი დაახლოებით 40 კილოგრამს უნდა იწონიდეს.

 

IV ტიპი

ბალონი არამეტალის (როგორც წესი პლასტმასას) კორპუსით, რომელიც მთლიანად არის გადახვეული ბოჭკოვანი ძაფებით. ასეთი 100 ლიტრიანი ბალონი 40 კილოგრამს უნდა იწონიდეს.

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ბ/აირის ბალონი?

ბ/აირზე მომუშავე ბალონი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ISO 11439 სტანდარტს. ბალონზე აუცილებლად უნდა იყოს ამოტვიფრული:

  • ბალონის წარმოების წელი
  • ექსპლუატაციის ვადა
  • სამუშაო წნევა
  • ბალონის საიდენტიფიკაციო ნომერი.

რა ზომის/წონის ბალონებია გავრცელებული?

ბ/აირის ბალონების წარმოებაში არის გარკვეული ტიპის სტანდარტული ზომები, რის მიხედვითაც ხდება მათი წარმოება. წარმოების კონკრეტული სტანდარტი აქვს ბალონის დიამეტრს, ხოლო სიგრძე და წონა დამოკიდებულია მწარმოებლის შესაძლებლობაზე, თუ რამდენად ხარისხიან ნაკეთობას დაამზადებს. დიამეტრის სტანდარტული ზომებია  267 – 356 – 406.

როგორ უნდა მოვათავსოთ საბარგულში ბ/აირის ბალონი სწორად?

ბ/აირის ბალონის საბარგულში დამონტაჟებისას აუცილებელია შემდეგი  წესების დაცვა:

  • ბალონი აუცილებლად უნდა მოთავსდეს  სამაგრზე, რომელიც მყარად იქნება დამაგრებული ავტომობილის ძარაზე.
  • კატეგორიულად დაუშვებელია გვერდულად ან დახრილად ბალონის მოთავსება, აუცილებელია, ბალონი მოთავსდეს განივად.
  • ბალონსა და მის სამაგრებს შორის უნდა მოთავსდეს სპეციალური რეზინის სამაგრი, რითიც თავიდან იქნება აცილებული ბალონის დაზიანება.
  • ბალონსა და სალტეებს შორის უნდა იყოს სპეციალური რეზინის დამცავი.

როგორი ტექნოლოგიით მზადდება ბ/აირის ბალონები?

ბ/აირის ბალონის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს:

  • ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ბალონის მილისაგან დამზადება, როდესაც ხდება მილის წინა და უკანა თავების გამოყვანა და შემდეგ ონკანისთვის განკუთვნილი ხრახნილის  დამონტაჟება.

ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ბალონების წარმოებას, მათ ახასიათებთ უხარისხო ნაკეთობა, დიდი ზომა და  წონა.

  • იტალიური ბრენდის Faber – ის ტექნოლოგია სრულიად განსხვავდება  წარმოების ზემოთ მოცემული ტიპისაგან, რაც უზრუნველყოფს ამ ბრენდის  ბალონების მაღალ ხარისხს და მცირე წონას. მისი წარმოების ტექნოლოგია მდგომარეობს შემდეგში:  მეტალის სწორი ნაჭერი იწელება სპეციალურ დანადგარზე, რის შემდეგაც  ხდება ყელის ამოყვანა,რაც  უზრუნველყოფს მაქსიმალურად მცირეწონიანი და ხარისხიანი ბალონის წარმოებას.  Faber – ის მეტალის ბალონები წონით უტოლდება სხვა ფირმის მეტალო პლასტმასის ბალონებს.

აღნიშნულ ტექნოლოგიას მხოლოდ Faber – ის ბრენდი იყენებს, რაც განაპირობებს მის უპირობო ლიდერობას ბაზარზე არსებულ ბალონებს შორის.

რომელი ბრენდების შეძენაა შესაძლებელი საქართველოს ბაზარზე?

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია:

  1. მსოფლიო ლიდერის Faber – ის ახალი და მეორადი ბალონები.
  2. ინდური Econ.
  3. კორეული ENK.
  4. EKC – არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან.
  5. პოლონური Mitkovice.
  6. ჩინური ბალონები.

აქვს თუ არა მნიშვნელობა ბ/აირის ბალონის ონკანს? რომელი ონკანი უნდა შევიძინოთ?

ბ/აირის ავზის შეძენისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ონკანს.  ონკანი გათვლილი უნდა იყოს  იმ სტანდარტულ დატვირთვებზე რაზეც თავად ბალონი.

ISO 11439 სტანდარტი გაიცემა მხოლოდ ბალონის ონკანთან ერთად ტესტირებისას, ამიტომ ყველა მწარმოებელი ბალონს უნდა ყიდდეს  იმ ონკანთან ერთად, რომელთან ერთადაც მას წარმატებით აქვს გავლილი ტესტირება. ონკანის ცალკე შეძენას, აუცილებელია შეიძინოთ ბუნებრივი აირის ავზისთვის გათვლილი ონკანი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას მაღალი წნევის პირობებში.

დღესდღეობით მსგავსი სტანდარტები დაცულია მხოლოდ Faber – ის  ბალონის შემთხვევაში, სხვა  მწარმოებლები ამ სტანდარტებს არ ითვალისწინებენ.

არსებობს თუ არა ბ/აირის ბალონის მონტაჟის სტანდარტები?

ბალონის მონტაჟს აქვს სტანდატები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით რეგურილდება. კერძოდ:

  • დაუშვებელია ბ/აირის ბალონის მონტაჟი თუ ის არღვევს ავტომობილის მანევრის ძირითად თვისებებს.
  • ბ/აირის ბალონის წონა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის წონის 12%–ს
  • ბ/აირის ბალონი დამაგრებული უნდა იყოს მყარ სამაგრზე, ხოლო სამაგრი მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული.
  •  ბალონსა და მის სამაგრს შორის აუცილებელია სპეციალური დამცავი რეზინის სადების გამოყენება.
  • ბალონის სალტეებით დამაგრებისას გამოყენებული უნდა იყოს  სპეციალური რეზინის დამცავი სადები
  • გათვალისწინებული  უნდა იყოს ბ/აირის ბალონის წონა, რის მიხედვითაც უნდა გაიზომოს სალტეების რაოდენობა და ზომა.

დაუშვებელია ბ/აირის ბალონის დამონტაჟება ავტომობილის ძარის ქვევიდან ან ზევიდან. 

რას აღნიშნავს ბ/აირის ბალონზე დატანილი წარწერები?

ბ/აირის ბალონზე დატანილი წარწერები აღნიშნავს:

  1. სტანდარტს, რის მიხედვითაც ბ/აირის ბალონი იწარმოება
  2. ბ/აირის ბალონის წნევას
  3. ბ/აირის ბალონის წარმოების წელს
  4. ბ/აირის ბალონის ექსპლუატაციიდან ამოღების თარიღს
  5. ბ/აირის ბალონის უნიკალურ ნომერს, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტულ ავზს ეკუთვნის
  6. ბ/აირის ბალონის ზომას ლიტრებში, რომელიც მის მოცულობას აღნიშნავს.

მაგალითად (გამოყენებულია იტალიური ბრენდის ფაბერის 12 მ/კ ცილინდრი):

Faber 12/1556/124 60l 200 bar/15*c Iso 11439-2000 cng-1 06/12 r-

 

  • Faber 12/1556/124

Faber 12 – 2012 წელს ნაწარმოები/1556 – პარტიის ნომერი/124 – ბალონის ნომერი

 

  • 60l200 bar/150c

60ლ – ბალონის მოცულობა ლიტრებში, 200 bar/150c.

 

  • Iso 11439-2000 – საერთაშორისო სტანდარტი.

 

  • for Cng only – do not use after 05/2032 W28.8

გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი აირისათვის, გამოყენების ბოლო ვადა 2032 წლის მაისი,W28.8 – ბალონის ხრახნილის სტანდარტი.

 

  • use only faber approved prd – გამოიყენეთ მხოლოდ ფაბერის მიერ აღიარებული პროდუქტი.(იგულისხმება ბ/აირის ბალონის ონკანი).

როგორ დავადგინოთ რამდენი კუბი ბ/აირი ჩადის ბალონში?

ბ/აირის ბალონის მოცულობის დადგენა კუბურ მეტრებში ძალიან მარტივია. ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ ბ/აირის მოცულობა ლიტრებში, რომელიც მას ზედ აქვს ამოტვიფრული, კერძოდ, ნებისმიერი ზომის ავზის მოცულობა ლიტრებში უნდა გავყოთ 5-ზე და მივიღებთ რაოდენობას მეტრ კუბებში.

80 ლიტრიანი ავზის შემთხვევაში გამოსათვლელი  ფორმულა იქნება – 80/5=16მ³. 

რატომ ჩადის ბალონში ბ/აირის იმაზე მეტი მოცულობა, ვიდრე დასაშვებია?

როდესაც ბ/აირის ბალონი იტენება დასაშვებზე უფრო მაღალი წნევით, ბ/აირის რაოდენობაც მატულობს. საქართველოში არსებულ ყველა გაზგასამართ სადგურზე მოწოდებული წნევა არის ბ/აირის ბალონის დასაშვებ სამუშაო წნევაზე გაცილებით მეტი, მაგალითად, 250 ატმოსფერო, მაშინ როდესაც ბ/აირის ბალონი გათვლილია 200 ატმოსფერულ წნევაზე სამუშოდ და მისი სტანდარტული მოცულობაც სწორედ ამ წნევაზეა გათვლილი.

მაგალითი:

50 ლიტრიანი ავზის მოცულობა 200 ატმოსფერულ წნევაზე შეადგენს 50 ლიტრს, ხოლო 250 ატმოსფეროზე – 50/200*250=63 ლიტრს. გამოდის, რომ 50 ლიტრიანი ავზი 200 ატმოსფერულ წნევაზე იტევს 10 მ/³ ბ/აირს, ხოლო 250 ატმოსფეროზე 13 მ³-ს.. გამოდის, რომბალონში ჩადის დასაშვებზე მეტი ბ/აირი.

გაითვალისწინეთ, რომ თუ მწარმოებლის მიერ მითითებულ სამუშაო წნევად მითითებულია 200 ატმოსფერული წნევა, აუცილებელია ეს შეზღუდვა მაქსიმალურად იყოს დაცული.

როგორ მოწმდება ბ/აირის ბალონი და სად შეიძლება შევამოწმოთ?

ბ/აირის ბალონის შემოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ სერტიფიცირებულ დაწესებულებაში, სადაც არის სპეციალური შესამოწმებელი სტენდი. შემოწმება ხდება ჰიდრო და წონის ტესტის მეშვეობით.

ბ/აირის რამდენი ბალონის დამონტაჟებაა შეიძლება ავტომობილში?

ავტომობილში დამონტაჟებული ბალონების ჯამური წონა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის წონის 12%-ს და არ უნდა არღვევდეს ავტომობილის მართვის სტანდარტულ  თვისებებს.