1972 წელს დაარსებულმა მცირე კომპანიამ „ფაბერი“ (Faber İndustrie) საოცარი ტემპით დაიწყო ზრდა. მან მალევე მიაღწია ბაზრის ლიდერობას მეტალის მაღალ წნევიანი ცილინდრების წარმოებაში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფაბერმა მოიპოვა ნომერ პირველი ბრენდის სახელი და დადებითი რეპუტაცია მისი პროდუქციის მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მეშვეობით, რომლებიც პასუხობდა ლოკალური ან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კანონმდებლობის მიერ მოთხოვნილ ყველა კრიტერიუმს.

ცილინდრების ფართო სპექტრი- 1 ლიტრიდან 200 ლიტრამდე წლის მოცულობის, ოთხი თანამედროვე ქარხანა და ხარისხის მუდმივი კონტროლი, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ფაბერის გლობალურ ლიდერობას მაღალი წნევის ბუნებრივი აირის ბალონები დამზადებაში. კომპანიის საკუთრებაში არსებული  ოთხი ქარხანა განლაგებულია იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 70000 კვადრატულ მეტრზე. სწორედ აქ იწარმოება დაახლოებით 900’000 ცილინდრი ყოველწლიურად. დიდი რაოდენობის წარმოების შესაძლებლობის მიხედვითაც ფაბერი ინდუსტრიის ლიდერია მთელს მსოფლიოში.

ყველა ქარხანა რეგურალურად მოწმდება უსაფრთხოების სამსახურების, ბუნებრივი აირის საერთაშორისო კორპორაციებისა და ავტომწარმოებლების მოთხოვნების შესაბამისად. ქარხნების რეგულარული შემოწმება ფაბერის მართვის ISO 9001 და გარემოს მართვის სისტემის ISO 14001 სერთიფიკატების ნაწილია.

ამ დროისთვის კომპანიას წარმოებული აქვს 4 მილიონზე მეტი ბალონი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის ამოწურულია, ისინი დღემდე გამოიყენება მსოფლიოს ორმოცზე მეტ ქვეყანაში.

Faber-ის შესაბამისობას უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ ნორმებთანაც კი აფასებენ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების მწარმოებლები. ამ ბალონებს კარგად იცნობენ და ფართოდ გამოიყენებენ ავტომანქანების ბუნებრივ აირზე გადამყვანი კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

როგორ ვიცნოთ ფაბერი 

თითოეული ქვეყნის სტანდარტები და რეგულაციები მოითხოვს, რომ ბალონზე ამოტვიფრული იყოს მწარმოებლის სახელი, ან კოდი, ან სიმბოლიკა.

  • ყველა ცილინდრზე, რომელიც იწარმოება Faber Industrie Spa–ს მიერ ამოტიფრულია FABER.
  • მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ამოტიფრული M8303 რომელიც ფაბერის DOT კოდია.
  • ფაბერის ცილინდრების შეძენისას დააკვირდით ამოტვიფრულ ბეჭედს წარწერით FABER (ან მისი კოდი).
  • ბეჭდის არსებობაში დარწმუნება აუცილებელია მაშინაც, როცა თქვენ ბალონებს არ ყიდულობთ და უბრალოდ გიწევთ მისი მოხმარება სამსახურში ან სხვა გარემოში.

ფაბერის ცილინდრზე მისი საავტორიზაციო ნაწერის ამოკითხვა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ფაბერის ცილინდრები მოვიხმაროთ სრულიად უსაფრთხოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

პროდუქციის წარმოებისას ყველა ცილინდრი გადის შემდეგი სახის შემოწმებებს:

  • სიმტკიცის ტესტი
  • ულტრაბგერითი ტესტი
  • ჰიდრავლიკური (შემჭიდროვება და მოცულობითი გაფართოება) ტესტი
  • ჰერმეტიულობის ტესტი
  • ზომებისა და რეზბის შემოწმება
  • მარკირების შემოწმება
  • ცილინდრის შიდა და გარე საფარის შემოწმება
  • წუნდებული ცილინდრის გახსნის ტესტი