ხელმისაწვდომია: 12, 16, 18, 20 კუბიანი ბალონები
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ Faber-ის ბალონები ფართო სპექტრიდან, მისი დიამეტრის, მოცულობისა და სამუშაო წნევის მიხედვით. კომპაქტურობის წყალობით, ამ ცილინდრების მოთავსება ნებისმიერ ტიპის ავტომობილშია შესაძლებელი. Faber ამარაგებს მცირეწონიანი მაღალი ხარისხის ბუნებრივი აირის ბალონებით და ყველაზე კარგი ფასებით მთელი მსოფლიოს ბაზარს.
როგორ ვიცნოთ ფაბერი
თითოეული ქვეყნის სტანდარტები და რეგულაციები მოითხოვს, რომ ბალონზე ამოტვიფრული იყოს მწარმოებლის სახელი, ან კოდი, ან სიმბოლიკა.
- ყველა ცილინდრზე, რომელიც იწარმოება Faber Industrie Spa–ს მიერ ამოტიფრულია FABER.
- მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ამოტიფრული M8303 რომელიც ფაბერის DOT კოდია.
- ფაბერის ცილინდრების შეძენისას დააკვირდით ამოტვიფრულ ბეჭედს წარწერით FABER (ან მისი კოდი).
- ბეჭდის არსებობაში დარწმუნება აუცილებელია მაშინაც, როცა თქვენ ბალონებს არ ყიდულობთ და უბრალოდ გიწევთ მისი მოხმარება სამსახურში ან სხვა გარემოში.
ფაბერის ცილინდრზე მისი საავტორიზაციო ნაწერის ამოკითხვა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ფაბერის ცილინდრები მოვიხმაროთ სრულიად უსაფრთხოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
შემოწმება წარმოების პროცესში
პროდუქციის წარმოებისას ყველა ცილინდრი გადის შემდეგი სახის შემოწმებებს:
- სიმტკიცის ტესტი
- ულტრაბგერითი ტესტი
- ჰიდრავლიკური (შემჭიდროვება და მოცულობითი გაფართოება) ტესტი
- ჰერმეტიულობის ტესტი
- ზომებისა და რეზბის შემოწმება
- მარკირების შემოწმება
- ცილინდრის შიდა და გარე საფარის შემოწმება
- წუნდებული ცილინდრის გახსნის ტესტი
- მასალების (რკინა, ბოჩკო, რეზინი და ა.შ) შერჩევა ხდება განსაკუთრებული ყურადღებით, მათი ქიმიური და ფიზიკური მდგომარეობის და, თუ საჭიროა, კოროზიამედეგი თვისებების დეტალური შემოწმების შემდეგ.
- მეტალის მსხვრევადობის ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას რომ დავადგინოთ ცილინდრების დეფექტები მაქსიმალური დასაშვები რიცხვი, რაც ჩვენ გვეხმარება:
- წარმოების ხაზზე შემოწმებისათვის არადესტრუქციული ტესტების შემქნაში
- რკინის „დაღლილობის“ ხანგრძლოვობის გარანტირებისას
- ვაჩვენოთ, რომ გაჟონვა მხოლოდ ჰიპოთეტურად იწვევს ბალონის აფეთქებას
- განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარე საფარის დაცვას, რადგან ხშირად ცილინდრების გამოყენება სხვადასხვა მძიმე გარემო პირობებში და კოროზიის აგენტების გარემოცვაში ხდება
- ფაბერის ცილინდრები იწარმოება მკაცრი ხარისხის კონტროლის პირობებში, კერძოდ ISO 9001 ის მოთხოვნილებების მიხედვით.