Faber-ის წარმოების ბუნებრივი აირის ბალონები უკვე TDC-ს საწყობშია. ფაბერის იტალიური წარმოების უმაღლესი ხარისხის 12, 16, 18, 20 კუბიანი ბალონები, როგორც დაგეგმილი იყო, აგვისტოს მეორე კვირაში შემოვიდა საქართველოში. ბალონები 2012 წლის წარმოებისაა და 20 წლიანი საექსპლოატაციო ვადა აქვს.
Faber-ის ახალი ბალონების ცნობა, მისი წითელი შეფერილობითა და Faber-ის შტამპის საშუალებით შეიძლება, რომელიც ბალონის ყელზეა დაკრობილი. ბუნებრივი აირის ავზების შეძენა თეგეტა მოტორსში, ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის საცალო გაყიდვების მაღაზისა და ლანდირენცოს სისტემის მემონტაჟეებთან უკვე შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირის საავტომობილო ცილინდრების წარმოების მსოფლიო ლიდერთან ხელშეკრულებას ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორმა ხელი 5 აპრილს მოაწერა. ხელშეკრულების თანახმად TDC საქართველოში ფაბერის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა.
ფაბერი მსოფლიოს ლიდერია ბალონების წარმოებაში. ამ იტალიური გიგანტის ისტორია 1972 წელს დაიწყო და დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი, როგორც ყველაზე მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხო ბალონები. უნდა აღინიშნოს, რომ ფაბერის ნაწარმი განსაკუთრებული სიმსუბუქითაც გამოირჩევა.
აქამდე საქართველოში ფაბერის მხოლოდ მეორეული პროდუქცია შემოდიოდა სხვადასხვა არაოფიციალური გზით.