Shell-ი ბაზრის უპირობო ლიდერია!
შპს „ტრანსკავკასიურმა სადისტრიბუციო კომპანიამ“, როგორც Shell-ის მაკროდისტრიბუტორმა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღო კომპანიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში – „მაკროდისტრიბუტორების ფორუმი 2019“, რომელიც შედგა ქ. ამსტერდამში, ნიდერლანდებში 2019 წლის 16 აპრილს.
ფორუმზე განხილულ იქნა Shell-ის მიღწევები და დანეგილი ინოვაციები, 2018 წლის თანამშრომლობის შედეგები და მიღწევები.
შპს „ტრანსკავკასიურ სადისტრიბუციო კომპანიას“ გადაეცა ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის სამთამადნო სექტორში.